Google Pixel–ის მორიგი რეკლამის მთავარი გმირი ბლოგერი ალიშა მეირია. იგი სილამაზის სფეროს შესახებ 2011 წლიდან წერს და 4.3 მლნ ხელმომწერი ყავს. შესაბამისად, ალიშას გამოჩენა სარეკლამო რგოლში გარანტირებულ რამდენიმე მილიონიან აუდიტორიას ნიშნავს.
ვიდეოში ალიშა გვიჩვენებს Pixel–ით გადაღებული ფოტოების ხარისხს სხვადასხვა სიტუაციაში. ლაშქრობაში წასული ბლოგერი თავის მეგობრებთან ერთად უამრავ სურათს იღებს. ასეთ დროს კადრების ეკონომია შეუძლებელია, ყოველი მომენტი განსაკუთრებულია. ამ ყველაფრის დაფიქსირებასა და შენახვას, რა თქმა უნდა, Google Pixel უზრუნველყოფს.
2016 წლის 4 ოქტომბერს Pixel და Pixel XL-ის პრეზენტაცია ჩატარდა და ამ დღიდან წინასწარი შეკვეთების მიღებაც გახდა შესაძლებელი. Pixel–ის გაყიდვა 20 ოქტომბრიდან დაიწყო და მისი ფასი 649 დილარს შეადგენს.
გთავაზობთ კიდევ ერთ ვიდეორგოლს.
ვიდეორგოლზე სააგენტო Momentum–მა იმუშავა.