ათწლიანი სარეკლამო კამპანიის “Real Beauty Dove”-ის ფარგლებში კომპანიამ ახალი სოციალური ექსპერიმენტი ჩაატარა.
სპეციალურ ტესტირებაში მონაწილეობის მისაღებად რამოდენიმე ქალი მიიწვიეს. მათ კოსმეტიკური პლასტირი RB-X-ი დაურიგეს, რომლებმაც წესით მათი განწყობა უნდა შეცვალოს და მონაწილეები უფრო თავდაჯერებულები გახადოს. ყოველი დღის ბოლოს ქალები ვიდეო დღიურს აკეთებდნენ. პირველი დღის შემდეგ ექსპერიმენტის ყველა მონაწილე აღნიშნავდა, რომ თავს უფრო თავდაჯერებულად და ლამაზად გრძნობს.
ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს Dove-მა საიდუმლო გაუმხილა – მათი ცვლილება ხელზე დაკრული ექსპერიმენტული ფირფიტის შედეგად არ მომხდარა, მონაწილეებმა თვითონ დააჯერეს საკუთარი თავი იმაში, რომ ლამაზები არიან.
ერთადერთი რევოლუციური საშუალება, რომელიც ადამიანს ეხმარება საკუთარი თავი სრულფასოვნად აღიქვას ეს პლაცებოს ეფექტია. კომპანიაც ნამდვილი სილამაზის მხარდასაჭერად უკვე ათი წელია სხვადასხვა სარეკლამო კამპანიებს აწყობს.
ნახეთ და შეაფასეთ ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ექსპერიმენტი
http://youtu.be/EGDMXvdwN5c













