in

Beauty-კამპანიები, რომლებიც გვასწავლის, როგორ ვაკეთოთ კონტენტი

სილამაზის ინდუსტრიაში, სადაც კონკურენცია განსაკუთრებით მაღალია, ახალი ტუჩსაცხის ან დამატენიანებლის გამოშვება საკმარისი აღარ არის. იმისთვის, რომ კამპანიამ ინტერნეტი მართლაც „ააფეთქოს“, საჭიროა კულტურული კონტექსტის სწორად დაჭერა, აქტუალური ესთეტიკის გამოყენება და ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის გამართვა – ერთი სიტყვით, 360-გრადუსიანი მარკეტინგული მიდგომა.

ამ სტატიაში განვიხილავთ, რა აქცევს beauty-კამპანიას ციფრულ სივრცეში წარმატებულად და შემდეგ რამდენიმე ყველაზე გავლენიან სარეკლამო კამპანიასაც გავიხსენებთ.

რატომ ხდება ზოგიერთი beauty რეკლამა ვირუსული, ზოგი კი სოციალური ქსელებში, უბრალოდ, იკარგება?

ინტერნეტში ყველაზე წარმატებული კამპანიების რამდენიმე განმეორებადი ელემენტი იკვეთება:

  • კულტურულ კონტექსტთან თანხვედრა და ტრენდების გამოყენება
  • ემოციური თხრობა
  • ისტორიაზე დაფუძნებული კამპანიები
  • ინფლუენსერების გავლენა
  • ინტერაქციული და გასაზიარებელი ფორმატები
  • ღირებულებებზე დაფუძნებული კომუნიკაცია – beauty პროდუქტების მომხმარებლები სულ უფრო მეტად ელიან ბრენდებისგან ისეთ გზავნილებს, რომლებიც მათ ღირებულებებსაც ეხმიანება
  • ინფლუენსერმარკეტინგი beauty კამპანიებში

მომხმარებელს სურს ნახოს, როგორ გამოიყურება კონკრეტული ფერი რეალურ კანზე, როგორია პროდუქტის ტექსტურა, რა შედეგს იძლევა გამოყენებამდე და შემდეგ, როგორ გამოიყენება პროდუქტი, რამდენად გამძლეა და რას ფიქრობენ მასზე სხვა მომხმარებლები.

2026 წლის ყველაზე გამორჩეული beauty-კამპანიები:

Fenty Beauty – Rihanna’s Going Out Makeup Routine | Vogue

Rihanna-ს “Going Out Makeup Routine“ Vogue-სთვის კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება რეკლამა რეკლამას საერთოდ არ ჰგავდეს.

ვიდეოს მხოლოდ YouTube-ზე 43.8 მილიონზე მეტი ნახვა აქვს. მასში Rihanna საკუთარ პროდუქტებს “Get Ready With Me“ ფორმატში იყენებს და მაყურებლისთვის ვიდეო უფრო გასართობ, ავთენტურ კონტენტად აღიქმება, ვიდრე ტრადიციულ სარეკლამო გზავნილად.

რუტინაში გამოყენებული ყველა პროდუქტი Fenty Beauty-ისაა, თუმცა ვიდეოს ბუნებრივი დინამიკა პირდაპირ გაყიდვებს არ ჰგავს.

Rare Beauty – Get Ready With Selena Gomez | Her Signature Look

სელენა გომეზის Rare Beauty-ის GRWM ვიდეომ მხოლოდ YouTube-ზე 8 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა და კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, როგორ შეიძლება beauty პროდუქტის პოპულარიზაცია პირდაპირი გაყიდვის ტონის გარეშე.

Dove – Evolution

Dove-ის ეს კამპანია ხშირად სახელდება ერთ-ერთ პიონერად, რომელმაც beauty-რეკლამა პროდუქტის პოპულარიზაციიდან თვითშეფასებისა და საკუთარი თავის მიღების თემისკენ გადაიტანა. რეკლამა აჩვენებდა, როგორ იცვლებოდა მოდელის გარეგნობა მაკიაჟისა და Photoshop-ის გამოყენებით და ამ გზით არარეალისტურ სილამაზის სტანდარტებს უპირისპირდებოდა.

Rhode Skin – Strawberry Glaze

ეს კამპანია თანამედროვე მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება beauty-პროდუქტი და celebrity influence ინტერნეტტრენდად გაერთიანდეს.

2023 წელს Hailey Bieber-ის Rhode Skin-მა Krispy Kreme-სთან ითანამშრომლა და Strawberry Glaze peptide lip treatment გამოუშვა, რომელიც Bieber-ის ვირუსული “strawberry girl“ ესთეტიკით იყო შთაგონებული.

კამპანიის გარშემო დიდი ინტერესი გაჩნდა, რადგან ის მხოლოდ ახალი პროდუქტის გამოშვებას არ ეხებოდა, ბრენდმა იმ მომენტისთვის უკვე პოპულარული კულტურული ტრენდი პროდუქტად აქცია.

L’Oréal Paris – New Panorama Mascara | Kendall Jenner

საკმარისია თუ არა beauty-ბრენდისთვის Kendall Jenner-თან თანამშრომლობა იმისთვის, რომ მისი მარკეტინგი წარმატებულად ჩაითვალოს? ამ შემთხვევაში – დიახ.

ცნობილი სახეების გამოყენება და პოპულარული ადამიანების რეკომენდაციები L’Oréal-ის მარკეტინგული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია, ხოლო Kendall Jenner-ის კამპანიაში გამოჩენა ბრენდის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ თანამშრომლობად იქცა.

იგივე პრინციპი სხვადასხვა beauty-ნიშაზე ვრცელდება. skincare-კრეატორს შეუძლია ისაუბროს რუტინაზე, ინგრედიენტებზე, გამოყენების წესსა და კანის კონკრეტულ პრობლემებზე; makeup-კრეატორს შეუძლია აჩვენოს ფერები, ტექსტურა, გამოყენების ტექნიკა და პროდუქტის გამძლეობა; თმის კრეატორებს შეუძლიათ კონკრეტული ტიპის თმისა და საჭიროებების შესახებ შექმნან კონტენტი, ხოლო fragrance-კრეატორებს შეუძლიათ სურნელის აღქმა შედარებებად, ისტორიებად და რეკომენდაციებად აქციონ.

Global Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო ბანკად დაასახელა ვაჭრობის დაფინანსების სერვისების მიმართულებით

ბაზისბანკმა CIPS-ის პირდაპირი წევრობის შეთანხმებას მოაწერა ხელი