in

„ცხვირი წავიმტვრიეთ, მაგრამ ვისწავლეთ” – Beauty Lab

„ამ ყველაფერმა გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი ბიზნესის არსებობაში“

Startauperi
Startauperi

დაახლოებით, ორი წლის წინ, Beauty Lab-ის აპლიკაციის ბიზნესიდეამ GITA-ს 100 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა. ქეთა ბაღაშვილისა და მარიამ კობიაშვილის პროექტს, ონლაინ პლატფორმის სახით, მომხმარებლებისთვის სილამაზის სალონების რეზერვაციის ფუნქცია უნდა შეეთავაზებინა. პროექტის საშუალებით, ქეთასა და მარიამს სილამაზის სერვისებით დაინტერესებული ათიათასობით ადამიანისთვის დამატებითი კომფორტის შექმნა სურდათ. მიზნამდე მივიდნენ – აპლიკაცია მომხმარებლებისთვის ხელმისაწვდომი გახადეს, თუმცა გამოცდილების დაგროვება შეცდომებზე სწავლით მოუხდათ. რა სირთულეები გადალახა და რა ისწავლა Beauty Lab-მა, მისი დამფუძნებლებისგან მოვისმინეთ.

მარიამ კობიაშვილი, ქეთა ბაღაშვილი

პირველი და ყველაზე დიდი შეცდომა, რაც პროექტზე მუშაობისას დავუშვით იყო ის, რომ აპლიკაციის დეველოპინგის პროცესში პროდუქტის შესახებ გვქონდა იდეები და არა სრულყოფილი წარმოდგენა. რა თქმა უნდა, პროცესში ბევრ ნაწილს მოეფინა ნათელი, თუმცა საწყის ეტაპზე, როდესაც მუშაობა დავიწყეთ, ზუსტად ჩვენც არ ვიცოდით, რას ვაკეთებდით. ამან, თავის მხრივ, არათუ გაართულა მხოლოდ პროდუქტის შექმნაზე მუშაობის პროცესი, არამედ შექმნილი პროდუქტის გამოყენება და ბიზნესის ამუშავებაც.

ამ ყველაფერმა გარდამტეხი როლი ითამაშა ჩვენი ბიზნესის არსებობაში. ვიჩქარეთ დეველოპინგის დაწყება, კარგად არ მოვემზადეთ და საბოლოო ჯამში, დაშვებული შეცდომებით ბევრად მეტი დრო დავკარგეთ. აპლიკაციის განახლებაზე უკვე განსხვავებული მიდგომით ვმუშაობთ. დეტალურად ჩავეძიეთ თითოეულ ნიუანსს და მეტი დრო დავუთმეთ იდეების დამუშავებას.“

„დღევანდელი გადასახედიდან, ჩვენი კიდევ ერთი შეცდომა ბაზრის შესწავლაში არასაკმარისი რესურსის ჩადება იყო.

მართალია, ჩვენ გვქონდა სივრცე, საიდანაც ვიღებდით ინფორმაციას ინდუსტრიის შესახებ, ვისმენდით მომხმარებლების სურვილებს და სალონების წარმომადგენლების საჭიროებებს, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი, შესაბამისი მზაობა გვქონოდა ყველა იმ პრობლემასთან გასამკლავებლად, რაც ბაზრის სრულყოფილი ცოდნის შემთხვევაში ბევრად მარტივი იქნებოდა.

უკეთ უნდა გაგვეთვალისწინებინა ჩვენი ანალოგი საერთაშორისო დონის აპლიკაციების მაგალითები და მათი შეცდომებიდან გვესწავალა. ამ გზით, ბევრად უფრო მომზადებულები ვიქნებოდით ქართულ ბაზარზე ჩვენი კონკურენტებისთვის კონკურენციის გაწევისთვის.“

„დამწყები სტრატაპი ხშირად ვერ ხვდება ხარისხის მნიშვნელობას და თანხის დაზოგვის ხარჯზე პროდუქტის ხარისხს საგრძნობლად აგდებს. ჩვენ შემთხვევაშიც სწორედ ასე იყო. როგორც არაერთხელ ცხვირწამტვრეულმა სტარტაპმა ვისწავლეთ, რომ პარტნიორებთან და თანამშრომლებთან ურთიერთობისას თანხის დაზოგვა და ხარისხზე თვალის დახუჭვა უფრო სავალალო შედეგამდე მიგვიყვანს.“

 

ავტორი: თამარ მეფარიშვილი

„ჩვენც დიდი ბავშვები ვართ, ვინც ვეძებთ და ვპოულობთ იმას, რაც პატარების „გულსუნდა“

“ევექსი კლინიკების” პირველი ექიმი კორონავირუსის საწინააღმდეგო „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა