in

როგორ შეიქმნა Beavertown-ის პანკ დიზაინი?

2011 წელს ლოგან პლანტმა, Led Zeppelin-ის ვოკალისტის, რობერტ პლანტის შვილმა, Beavertown დააარსა. ეს უკანასკნელი თავისი ხატოვანი გრაფიკული დიზაინით და პანკ ატმოსფეროთია ცნობილი. ახლა კი ლოგანმა გადაწყვიტა, კრეატიული ვიდეორგოლით ეჩვენებინა, როგორ შეიქმნა ლუდის კომპანიის საკულტო დიზაინი — მე-18 საუკუნის „ბნელი“ ესთეტიკით და Disney’s Fantasia-ს ფერთა პალიტრით.

„რეალურად, Gamma Ray-მ განაპირობა მთელი ბრენდის შექმნა, რადგან ეს იყო ლუდის ბოთლი ფერადი ასტრონავტებით, რომელიც სინამდვილეში არ არსებობდა. მე და ლოგანი აღფრთოვანებულები ვიყავით გამოხმაურებით და დავფიქრდით, როგორ შეიძლებოდა პროდუქციის გაფართოება“, — ამბობს ნიკ დუიერი, ბრენდის კრეატიული დირექტორი.

როგორც დუიერი აღნიშნავს, ბრენდის შთაგონებას სიმფსონების ანიმაცია და ედგარ ალან პოს მოთხრობები წარმოადგენს. ამ ხედვის გასაცოცხლებლად კი ანიმატორ ალი ბლუმფილდს მიმართეს — მას ერთგვარ ზღვარზე გავლა მოუწია ცოტა დაძაბულ და ამავდროულად, საკმაოდ კომერციულ ნამუშევარს შორის.

ეს თითქმის ფანტაზიის პალიტრაა

IBM-მა მსოფლიოში უსწრაფესი, 433-კუბიტიანი კვანტური კომპიუტერი შექმნა

თბილისში უკრაინული IT კომპანია Newage.io-ს ახალი პლატფორმა Retainly-ის პრეზენტაცია შედგა