in

რეკლამა ჩონჩხებზე, რომლებმაც ლუდი დალიეს…

ლუდის ბრენდმა Beavertown 2011 წლის შემდეგ პირველი სატელევიზიო რეკლამა გამოუშვა. დროთა განმავლობაში რობერტ პლანტის ვაჟის, ლოგან პლანტის, მიერ დაარსებული ლუდსახარში თავისქალას ილუსტრაციებისა და ანიმაციების სინონიმად იქცა, რაც უახლოეს კამპანიაშიც ჩანს.

BOG

ბრენდმა მთავარ ორიენტირად მეგობრებთან ერთად პაბში ყოფნა და სასმელზე ამბების მოყოლა აიღო. რა თქმა უნდა, თითოეული პერსონაჟის ამბავი Beavertown-თანაა დაკავშირებული, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან მარტივი სიუჟეტით, სხარტად ვითარდება. იმის ხაზგასასმელად კი, რომ ეს ლუდი დიდი რაოდენობის მომხმარებლისთვისაა მიმზიდველი, „ჩონჩხი პერსონაჟები“ სხვადასხვაგვარი აქცენტით გამოირჩევიან.

Spotlight Tech-ის მხარდამჭერია ACT

Wells Fargo – ოქროს ციებ-ცხელებიდან საბანკო ბიზნესამდე