in

„ბებიების 9 ჰობი“ შფოთვისგან გასათავისუფლებლად

M2
M2

გადატვირთულ ციფრულ სამყაროში „ბებიის ჰობების“ ტერმინი გამოჩნდა — ნელ, ტაქტილურ აქტივობებს სთავაზობს ეკრანით გადაღლილ ადამიანებს, რათა შფოთვისგან გათავისუფლდნენ. იმ ჰობებს ასახავს, რომლებიც ისტორიულად უფროს თაობებს უკავშირდებოდა, რომლებიც ნაკლებად ტექნოლოგიური, მშვიდი და პრაქტიკულია. 

და მაინც, რას მოიცავს ბებიების ჰობები?

  • ქსოვა და ქარგვა
  • კერვა
  • კერამიკა
  • ხატვა, გაფერადება და პასტელები
  • მებაღეობა და მწვანილების მოყვანა
  • ცხობა
  • წერილების წერა
  • ფაზლები და სამაგიდო თამაშები
  • ჩიტების ყურება

„ეს ტაქტილური ჰობები ნელ, სენსორულ ჩართულობას გვპირდება და რაღაცების წნეხის გარეშე შექმნის საშუალებას გვაძლევს, რაც ასე ძალიან გვჭირდება თანამედროვე ცხოვრებაში. ხშირად ვრთავ ამ ჰობებს ჩემს არტ თერაპიაში, რადგან ემოციების რეგულირებაში, შფოთვის შემცირებასა და მიკრო ბედნიერების მომენტების შექმნაში ეხმარება პაციენტებს“, — განმარტავს ემილი შარპი, არტ თერაპევტი. 

მსგავსი ნელი ჰობები აქ და ახლა ყოფნის შესაძლებლობას გთავაზობთ, ჩვენს ხუთივე გრძნობაზე ზემოქმედებს, განსაკუთრებით მხედველობაზე, შეხებასა და ყნოსვაზე, შესაბამისად, უფრო მეტად აწმყოში არსებულ გამოცდილებაზე ფოკუსირდება და არ გვაძლევს საშუალებას, გონება გარესამყაროზე ფიქრით დავიბინძუროთ. მეტიც, სტრესის შემცირებაში, ციფრული სამყაროსგან დასვენებასა და ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობას ქმნის. ქვემოთ კი თითოეულს განვიხილავთ.

სტრესის შემცირება 

ფსიქოლოგები გვეუბნებიან, რომ მარტივი მოძრაობების გამეორება ნერვულ სისტემას ამშვიდებს და სუნთქვის რეგულირებაშიც გვეხმარება — „შემოქმედებითი ჰობები პარასიმპათეტიკური ნერვული სისტემის გააქტიურებას უწყობს ხელს, სხეულის მშვიდი მდგომარეობების, მოსვენებისა და მონელების გააქტიურებას“.

საინტერესოა 2019 წლის კვლევა, რომელიც გვეუბნება, რომ დღეში 10 წუთით ხატვა განწყობას გაგიუმჯობესებთ და სტრესის შემცირებაშიც დაგეხმარებათ. ხოლო თუ ერთი თვის მანძილზე ამას ყოველდღიურად გააკეთებთ, სარგებელი მეტად გაიზრდება. 

ციფრული სამყაროსგან დასვენება

ხელსაქმე ციფრული სამყაროსგან დასვენების შესაძლებლობას გვთავაზობს, სივრცისგან, რომელიც ხშირად შფოთვის წყარო ხდება, გვაიძულებს ჩვენი თავი შევადაროთ სხვებს და გვფიტავს კიდეც. ხოლო, როცა ხელებს იყენებთ და გონებას ხეტიალის საშუალებას აძლევთ, თითქოს საკუთარი თავის რაღაც ნაწილს უკავშირდებით და არა, ტელეფონის ეკრანს…

ახალი კავშირების დამყარების შესაძლებლობა

სულაც არ არის საჭირო, ამ ჰობებით მარტო დაკავდეთ. მაგალითად ხატვის წრეები არსებობს, რომლებშიც მეგობრები შეგიძლიათ, შეიძინოთ, გაუზიაროთ თქვენი ცოდნა და თავადაც მოისმინოთ მნიშვნელოვანი ამბები მისი გამოცდილებიდან.

ოღონდ პირდაპირ იმ საქმეს ნუ წამოიწყებთ, რომელიც სრულიად ახალია თქვენთვის, არამედ რაღაც მარტივით სცადეთ, იქნება ეს გაფერადება, წერილების წერა თუ სხვა. ამასთან, მიეცით საკუთარ თავს უფლება, დამწყები იყოს — თავიდანვე კარგად არავის არაფერი გამოსდის და ეს ნორმალურია. ამიტომ გაიაზრეთ ეს და გახსოვდეთ, რომ სოციალურ ქსელებში ყველა მხოლოდ საუკეთესო შედეგს ტვირთავს და არა იმას, რომელიც არ გამოუვიდა…

მეკობრეები, კარიბის ზღვა და აფრები Captain Morgan-ის შეფუთვაზე

იქნებ საკმარისად კარგი არ ვარ? – იმპოსტერის სინდრომი ჩვენი მტერია