in

ვინ არის ქართველი პროდიუსერი, რომელმაც Warner Music Group-თან კონტრაქტი გააფორმა?

გასულ თვეში მისმა ახალმა სინგლმა, 2 კვირის პერიოდში 100 000-მდე მსმენელი მიიზიდა


ჩვენი რესპოდენტის მუსიკალური გზა ქუთაისიდან იწყება და ამ ეტაპზე ნიუ იორკში ჩერდება – ბებური ასათიანი უკვე რამდენიმე წელია რაც ამერიკაში  მოღვაწეობს. რამდენიმე  წლის წინ მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულება უკვე DJ-ინგი და მუსიკის წერა გახდა.  გასული წლის დეკემბერში ახალი სინგლი “Leave You” Warner Music Group-ის ლეიბლზე, „KnightVision Records“-ზე გამოვიდა და საკმაო წარმატებაც მოუტანა ახალგაზრდა პროდიუსერს.

შენი
ბოლო სინგლი Warner Music Group-ის ქველეიბლზე გამოვიდა. როგორ მოხდა ამ თანამშრომლობის მიღწევაა რა გამოწვევების გადალახვა მოგიწია?

გასულ წელს მომივიდა მეილი Warner Music Group-ის აღნიშნული ლეიბლიდან, მითხრეს რომ მოსწონთ ჩემი მუსიკა და მთხოვეს გამეგზავნა მათთვის ახალი კომპოზიციები. იმ პერიოდისთვის უკვე გაწერილი მქონდა სხვა ლეიბლებისთვის რელიზების განრიგი, ამასთანავე ვამზადებდი რამდენიმე პირად რელიზს, რის გამოც არ მქონდა თავისუფალი კომპოზიციები მათთვის გასაგზანად, ასევე არ იყო საკმარისი დრო პრომო კამპანიის ჩასატარებლად.

გასული წლის ნოემბერში უკვე თავად მე დავუკავშირდი ლეიბლს, გავუგზავნე ახალი ნამუშევარი, გავაფორმეთ კონტრაქტი და Leave Me”-ც 25 დეკემბერს ოფიციალურად გამოვიდა.

 

აღნიშნულმა კომპოზიციამ პირველ 2 კვირაში 100 000 მსმენელზე მეტი მოაგროვა Spotify-ზე როგორ ფიქრობ, რამე გამოარჩევს მას შენი სხვა ნამუშევრებისგან? რა იზიდავს მსმენელს ყველაზე მეტად შენს მუსიკაში?

ჩემს მუსიკაში ყოველთვის ვცდილობ საერთო ხაზისა და ხასიათის გაგრძელებას. ამ პერიოდში უკვე მქონდა მილიონზე მეტი ჯამური მოსმენა Spotify-ზე, ამას დაემატა Warner Music Group-ის მარკეტინგული კამპანია, რომლის ფარგლებშიც EDM მუსიკის წამყვანმა ინტერნეტ გამოცემამ We Rave You” დაწერა ჩემზე და ახალ სინგლზე, პარალელურად კი  ჩემი კომპოზიცია სხვა მნიშვნელოვანი არტისტების ტრეკებთან ერთად საერთო ფლეილისტებში მოექცა. მსმენელს უყვარს მძიმე ბასი და ვოკალური პარტიები – ამ ყველაფერმა ერთიანად განაპირობა სინგლის წარმატებაც.

საცეკვაო ელექტონული მუსიკოსისთვის ყოველთვის მეორე  აქტუალური მხარეა DJ-ინგიც. შენს შემთხვევაში რამდენად აქტიურობ ამ მიმართულებით?

პანდემიის დაწყებამდე, DJ-ინგი როგორც სხვა პროდიუსერებისთვის, ჩემთვისაც შემოსავლის მთავარი წყარო იყო. კლუბების დახურვამდე ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე ელიტალურ Rooftop-ზე, „Elsie Rooftop” რეზიდენტ დიჯეი ვიყავი. ასევე ვთანამშრომლობდი TAO Group-თან, რომელიც  ლოს-ანჯელესის ,ლას-ვეგასის და ნიუ-იორკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ღამის კლუბების ქსელს ფლობს.

როგორ ფიქრობ რამდენად მნიშვნელოვანია კოლაბორაცოები ელექტრონულ მუსიკაში წარმატების მისაღწევად და შენ თუ მიმართავ ამ ხერხს?

მიუხედავად მუსიკალურ ინდუსტრიაში მოქმედი დიდი სანაცნობო წრისა, კოლაბორაციებისგან, წარსული ცუდი გამოცდილებების გამო თავს ვიკავებ, თუმცა კი ვფიქრობ რომ კარიერის წინ წასაწევად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.

 

როგორია შენი მუსიკის წერის პროცესი? საიდან მოდის ინსპირაცია მუსიკალური იდეებისა და საშუალოდ რამდენ დროს ხარჯავ პროცესის დასრულებისთვის?

ძალიან ბევრია დამოკიდებული ინსპირაციაზე, რამდენად კარგად მიდის მუსიკის წერის პროცესი და რამდენად თავისუფალი დრო მაქვს, ვინაიდან ხშირად ხდება რომ ლეიბლებიდან შეკვეთა მაქვს კონკრეტულ დროის პერიოდში შესასრულებელი. ინსპირაციას იმ მუსიკიდან ვიღებ, რომელსაც თავად ვუსმენ, ასევე ვოკალური პარტიები, რომლებიც ჩემი კომპოზიციების ძირითადი საყრდენი მუსიკალური წერტილია.

რა ასპექტების გათვალისწინებაა საჭირო, როდესაც შტატებში ელექტრონული მუსიკის სცენაზე ცდილობ ადგილის დამკვიდრებას? რა მეთოდებით ცდილობ სხვა პროდიუსერებთან კომუნიკაციას?

მთავარია იცნობდე შენს თავს და იმ აუდიტორიას ვისთვისაც ქმნი მუსიკას, რათა საერთო ინტერესებით გააერთიანო ადამიანები.

დღეს სოციალური ქსელები გვეხმარება ახალი კონტაქტების აღმოჩენაში და თუ სწორად მიუდგები, გადადგამ პირველ ნაბიჯს და შესთავაზებ დახმარებას თუნდაც მათი კომპოზიციის ყიდვით ან გაზიარებით, ამ შემთხვევაშ გრძელვადიან კარგ ურთიერთობას ჩამოიყალიბებ უმეტეს მათგანთან.

მუსიკალურ ინდუსტრიაში ძალიან კარგად მუშაობს ერთ-ერთი ქართული ანდაზა -“რასაცა გასცემ შენია, რაც არა დაკარგულია”

გაქვს კომუნიკაცია თუნდაც ქართველ მუსიკოსებთან, რომლებიც ნიუიორკში ცხოვრობენ ასევე?

აქტიურად ვკონტაქტობ ლაშა მამულაშვილთან, იგივე NitePunk-თან რომელიც თავის მხრივ დიდი წარმატებებს აღწევს მსოფლიო Dubstep სცენაზე.

უკვე რამდენიმე წელია ცდილობ შენი არსებული ცოდნაც გააზიარო Youtube-ზე და FL Studio- ვიდეო გაკვეთლებს სთავაზობ მსმენელსროგორია პროგრესი ამ მიმართულებით და ფიქრობ თუ არა რომ ბევრ ადამიანს დაეხმარე ცოდნის გაღრმავებაში?

ბოლო პერიოდში სამწუხაროდ ვეღარ ვიცლი Youtube-ის არხზე ახალი კონტენტის შესაქმნელად, თუმცა ვფიქრობ ის რესურსი რასაც ამ არხზე მოვუყარე თავი, უამრავ დამწყებ ქართველ მუსიკოსს გაუადვილებს პროდიუსინგისკენ მიმავალ გზაზე.

 

რა გაქვს სამომავლო გეგმები უახლოეს წლებში? აპირებ აშშში დარჩენას თუ ფიქრობ იგივე საქმის გაგრძელება საქართველოდანაც შეგიძლია?

ამ დროისთვის მთავარი მიზანი არის, გავიდე ერთ-ერთ წამყვან “Bass House” მუსიკალურ ლეიბლზე „Confession“-ზე და იმედია წელს მივაღწევ ამ მიზანს,დანარჩენი უკვე ისეთი გეგმები მაქვს როგორიც არტისტების უმეტესობას: მსმენელების რაოდენობის  გაზრდა, ღონისძიებების მრავალფეროვნება, მენეჯერის აყვანა და ა.შ.

შტატები ამ მიზნების განსახორციელებლად ყველასთვის სასურველი ადგილია, შესაბამისად მეც მომავალ წლებს სწორედ აქ ვხედავ ჩემს თავს, თუმცა როგორც იტყვიან გამორიცხული არაფერია.

მოუსმინეთ BEBURI-ს სხვადასხვა მუსიკალურ პლატფორმებზე


nino natroshvili

ნინო ნატროშვილი – #პირველისამსახური

iPhone 12-ის გაყიდვებმა კომპანიის ისტორიაში რეკორდული შემოსავალი მოიტანა