in ,

ინოვაციური სახის ნიღბით ნებისმიერ ადამიანად გადაიქცევით — DIY პროექტი

ნიღბები კი ჩვენს რეალობაში სენსიტიურ თემად იქცა, მაგრამ, ვფიქრობთ, სახალისო DIY პროექტი, რომელიც ნებისმიერ ადამიანად გადაქცევას გთავაზობთ, კვლავ მიიპყრობს თქვენს ყურადღებას. Become Anyone 2.0 Mask-ის ავტორი დიზაინერი სინ ჰოგინსია, რომელიც სახის ნიღაბს 3000 LED ნათურით ქმნის ისე, რომ ეკრანის მსგავსი გამოცდილება შექმნას. აი, თქვენი სახის ეკრანზე კი უკვე ნებისმიერი ვიდეოს გაშვებასა და ნებისმიერი გრაფიკის დაყენებას შეძლებთ, შესაბამისად, გადაიქცევით იმად, ვინც გსურთ:

BOG
BOG

როგორც უკვე გითხარით, DIY პროექტია, ამიტომაც ჰოგინსი დაინტერესებულ ადამიანებს ღია კოდის ფაილებს სთავაზობს PCB დიზაინისთვის, ასევე, დეტალურ ინსტრუქციას Instructables-ის ვებგვერდზე. დანარჩენი კი თქვენთვის მოგვინდვია, თუმცა მანამდე ერთი კითხვა გვაქვს, ვისი როლის მორგებას ისურვებდით?

„თეგეტა ჰოლდინგი“ 2024 წლის ლიდერ პრო ბონო კომპანიად დასახელდა

Grossmann – ააშენე, მოუარე, განავითარე – ახალი ბრენდი ქვეყანაში