9
ოქტ
2018

როგორ გადავიდეთ „ბუს რეჟიმიდან“ „ტოროლას რეჟიმზე“?! – ნევროლოგის რჩევები

9 ოქტ 2018

როგორც სპეციალისტები ამბობენ, ძილი ჩვენი ორგანიზმისა და ფსიქიკის ჯანსაღი ფუნქციონირებისათვის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია. იმისთვის, რომ ჯანმრთელობა შევინარჩუნოთ, დღე-ღამის განმავლობაში, 7-8 საათი უნდა გვეძინოს. ეს, თითქოს, მარტივია და ყველამ იცის, მაგრამ „დილის ადამიანი“, ჩვენს გარშემო, მაინც ძალიან ცოტაა. როგორ უნდა შევიცვალოთ რეჟიმი?!

statiebi-bog
statiebi-bog

დილით რომ ადრე გაიღვიძოთ, აუცილებელია, ადრე დაწვეთ, რომ ძილი არ დაგაკლდეთ. გარკვეული პერიოდი, შესაძლოა, მოახერხოთ გვიან დაძინება და ადრე ადგომა, მაგრამ მალე ორგანიზმი გამოიფიტება და უბრალოდ გადაიწვებით. გაიხსენეთ, როგორ გრძნობთ თავს ახალგაღვიძებული? ორგანიზმი გაუწყლოებულია, არ გაქვთ ენერგია და გათიშული ხართ. ერთადერთი რაზეც ოცნებობთ – ყავა! ამ დროს დალიეთ 1-2 ჭიქა წყალი. მოხდება სხეულის ჰიდრატაცია და მალე გამოფხიზლდებით. გრძელვადიან პერსპექტივაში კი, ასე გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და უკეთ შეძლებთ კონცენტრაციას“, – ამბობს ნევროლოგი ტარა სუარტი.

მისივე თქმით, ძალიან კარგია დილით ვარჯიში.

„ზოგს ჰგონია, რომ ადრე გაღვიძება მის პროდუქტიულობას აფერხებს. არა და პირიქითაა. განსაკუთრებით, თუ ივარჯიშებთ. სტატისტიკის მიხედვით, ადამიანები, რომლებიც დილით ვარჯიშობენ, 50%-ით უფრო ენერგიულები და პროდუქტიულები არიან“, – ამბობს ნევრლოგოგი.

ტარა სუარტის თქმით, თუ დღე-ღამის განმავლობაში 7-8 საათს იძინებთ, ადრე დაწვებით და ადრე გაიღვიძებთ, სწორად მიიღებთ წყალს და ივარჯიშებთ, თუნდაც სახლის პირობებში, გაცილებით ენერგიულები და პროდუქტიულები იქნებით. ამასთან, საგრძნობლად გაგიუმჯობესდებათ მეხსიერება და კონცენტრაციის უნარი. ეს ყველაფერი კი „ტოროლას რეჟიმის“ ბენეფიტია.

წყარო: INC.



განხილვა