თუ დააკვირდებით, აშშ-ის სადაზღვევო რეკლამისა და მარკეტინგის სფეროში, იუმორს წამყვანი როლი უჭირავს. Guardian სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც ამერიკაში, 1860 წელს, გერმანელმა იურისტმა დააარსა ახალგაზრდა იმიგრანტების დასახმარებლად. 158 წლიანი მუშაობის შემდეგ, Guardian-მა განსხვავებული გზა აირჩია და ემოციური კინემატოგრაფიული ნამუშევარი წარმოადგინა, რომელიც რეალური ადამიანების ისტორიებს გვიყვება. საინტერესოა, რომ ეს კომპანიის არსებობის მანძილზე პირველი მნიშვნელოვანი საკომუნიკაციო კამპანიაა. ვიდეორგოლზე სააგენტო Omelet-მა იმუშავა.
https://www.youtube.com/watch?v=PY9oWmCWd0E













