in

როგორ მოვიზიდოთ ტალანტები ჩვენს ორგანიზაციაში?

როგორ შევქმნათ მიმზიდველი სამუშაო გარემო

შრომის ბაზარზე საუკეთესო თანამშრომლების მოძიება არც ისე რთულია – მსოფლიოში უამრავი ნიჭიერი ადამიანია. თუმცა, მოდით, შემოვიტანოთ სიტყვა “მოზიდვა”. ბიზნესი უნდა აშენოთ ისე, რომ საუკეთესო ტალანტების მოზიდვა ბუნებრივი მდგომარეობა იყოს. შექმენით გარემო და პირობები, სადაც ადამიანებს მოუნდებათ მუშაობა. შემდეგ, როდესაც ნიჭიერი ადამიანებისგან დააკომპლექტებთ გუნდს და გაუზიარებთ კომპანიის მისიას, მიზნებსა და ღირებულებებს, ეძებეთ გზები, თუ როგორ შეინარჩუნებთ ამ ადამიანებს და ერთობლივად მიაღწევთ სასურველ შედეგებს.

pasha-statiebi
pasha-statiebi

როგორ დაიწყოთ?

ჩამოაყალიბეთ თქვენი ხედვა

„მენეჯმენტს ბევრი აქვს საერთო პასუხებთან. ლიდერობის ფუნქცია კი, კითხვების დასმაა. ლიდერების მისამართით პირველი კითხვა ასეთია: ვინ გვინდა ვიყოთ? და არა „რის გაკეთებას ვაპირებთ?“.

სხვა სიტყვებით, მიზანს მოაქვს მოქმედება და თქვენი კომპანიის მიზანიც ხედვიდან გამომდინარეობს. მკაფიო ხედვა თქვენს გუნდში ტალანტების თავმოყრისკენ პირველი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ხედვა არამხოლოდ შთააგონებს, არამედ ორგანიზებასაც უწევს. ის არის გუნდის წევრების შემაკავშირებელი ფაქტორი. ის მიმართავს სამუშაოს. ის ქმნის წინაპირობას გრძელვადიანი და მოკლევადიანი გეგმებისთვის. მიზანი, მოქმედება, შედეგები.

თუკი ხედვა ტალანტების მოსაძიებლად უმნიშვნელოვანესია, რა უნდა მოვიმოქმედოთ, რათა ჩვენი ხედვა ადრესატამდე მივიტანოთ?

გულწრფელობა და გამჭვირვალობა

კომპანიის ხედვა არ არის ორაზროვანი განზრახვების მყიფე ფორმულირება. ის ფუნდამენტია, მამოძრავებელი ძალა ყოველივესი, რასაც წინსვლისთვის აკეთებთ. ასე რომ, იყავით გულახდილი და გამჭვირვალე. გაითვალისწინეთ, რომ აქ რეკომენდებულია ამბიცია. თუკი თქვენი ხედვა არის სამომავლო მიღწევებისა და წარმატების საფუძველი, დაამატეთ მას შთამაგონებელი ფუნდამენტური ღირებულება, რათა საუკეთესო ტალანტებს ერთი სული ჰქონდეთ, თქვენთან ერთად დაიწყონ მუშაობა.

მუდმივად ისწავლეთ რაღაც ახალი

ხედვა მუდმივად განვითარებას ნიშნავს, შესაძლებლობების მუდმივ ძიებას. ძლიერი ხედვა წარმოშობს გრძელვადიან და მოკლევადიან მიზნებს. ზოგიერთ მათგანს მიაღწევთ, ზოგიერთს – ვერა, ზოგიერთს კი – შეცვლით. ისწავლეთ გამოცდილებაზე და არასოდეს შეწყვიტოთ გადააზრება.

აკეთეთ ის, რაც სწორად მიგაჩნიათ

კუთხის მოსაჭრელად შესაძლებლობები ყოველთვის გამოიძებნება. იქნება სევდიანი დღეებიც, როდესაც მიზნის მისაღწევად მარცხს განიცდით და გრძელვადიანი მიზანიც მეტისმეტად შორეულ პერსპექტივად გეჩვენებათ. მიუხედავად ყველაფრისა, არ დაივიწყოთ ღირებულებები. გულწრფელობა და მოწესრიგებულობა ყოველთვის გამოგადგებათ. ეცადეთ მიყვეთ სწორ გზას, შესაძლებლობებისა და კონკურენციის ფონზე. ასე უკეთ იგრძნობთ თავა.

გაახალისეთ პროცესი

ჩვენ გულდასმით ვმუშაობთ და სწორედ იუმორის გრძნობა გვეხმარება საქმის შემოქმედებითი მხრიდან დანახვაში. არავის სურს იმუშაოს კომპანიაში, რომელიც საკუთარ თავს მეტისმეტად სერიოზულად ეკიდება. ცხოვრება ხანმოკლეა. აკეთეთ საქმე, მაგრამ აკეთეთ ხალისით. შესაძლოა, ყველაზე ნიჭიერი ადამიანები მოიზიდეთ მაინც. ჩინებულია, მაგრამ თუკი კომპანიის პრინციპი საქმეა და არა ხალისი, საეჭვოა ტალანტების შენარჩუნება შეძლოთ. შექმენით ხალისიანი გარემო და დააკვირდით, რამდენად დიდხანს გაჩერდებიან იქ ადამიანები.

იზრუნეთ, რომ თანამშრომლები გრძნობდნენ თქვენგან დაფასებას და იცოდნენ, რომ მათ აზრს ისმენენ

ძალიან ბევრი კომპანიის მმართველი გუნდი იკარგება სამუშაო პროცესში. თანამშრომლების რეალური შესაძლებლობები არაა გაცნობიერებული და დაფასებული. საბრძოლო მუხტიც ნაკლებია და ადამიანები თანდათან ტოვებენ ხომალდს. დააფასეთ ადამაინები თქვენ გარშემო. აღნიშნეთ გამარჯვებები, აღნიშნეთ მათი წვლილი და დაეხმარეთ ერთმანეთს განვითარებაში. დღეს, ერთიანობა ბევრად მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე. გამოიმუშავეთ ემპათია, გააძლიერეთ ერთმანეთი, აგრძნობინეთ მხარდაჭერა. ძალიან კარგია, თუკი სამუშაო ძალა ერთმანეთისგან განსხვავდება შეხედულებებში ან თუნდაც, იდეებში.

ყოველივე ეს თქვენი გონებრივი მდგომარეობისა და პრაქტიკის შედეგად მოვა. შესთავაზეთ გუნდს თავიანთი უნარების განვითარება და მათ მიღწევებზეც კარგად დაფიქრდით. დააწინაურეთ გუნდიდან, როდესაც ეს შესაძლებელია და დააკვირდით, რამდენად მაღალი იქნება თანამშრომლების შენარჩუნების მაჩვენებელი და პიროვნული/პროფესიონალური განვითარების დონე. არ დაგავიწყდეთ, რომ ზრდა კოლექტიური პროცესია და როგორც ხელმძღვანელი ამაზე თავადაც ძალიან ბევრს უნდა მუშაობდეთ. როდესაც ძლიერი და მკაფიო ხედვით დაიწყებთ ურთიერთობას, გექნებათ უშუალო კომუნიკაცია და ჯანსაღი კორპორაციული კულტურა, აღარ მოგიწევთ ზედმეტი ძალისხმევის დახარჯვა ტოპ-ტალანტების მოსაძიებლად. კომპანია თავად გახდება ტალანტების მაგნიტი.

 

წყარო: inc.



მეცნიერთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ ფონური რადიაცია შესაძლოა, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო იყოს

ახალი iMac სხვადასხვა ფერებში იქნება ხელმისაწვდომი