28
Jun
2019

რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ უკეთესი ლიდერი გახდეთ

28 Jun 2019

ხშირად ხდება ისე, რომ ლიდერებს სხვადასხვა გამოწვევის მიღება და გარკვეული პრობლემების გადაწყვეტა ურთულდებათ. მსგავსი სიტუაცია დგება მაშინ, როდესაც გუნდი ფართოვდება, კომპანიაში ძირეული ცვლილებები იჩენს თავს და სხვ. როდესაც კომპანია იზრდება, ლიდერმა არა მხოლოდ უფროსის, არამედ ერთ-ერთი შთამაგონებელი თანამშრომლის როლიც უნდა მოირგოს. ეს კი სულაც არ არის მარტივი, პირიქით, იგი დიდ შრომას უკავშირდება. სწორედ ასეთ მომენტებში, საჭიროა, თანამშრომლებთან გრძელვადიანი და საინტერესო ურთიერთობების დამყარება.

pasha-statiebi
pasha-statiebi

 

საკუთარი თავის გაუმჯობესებისთვის მრავალი ხერხი და მიდგომა არსებობს. წარმოგიდგენთ რამდენიმე მათგანს იმისთვის, რომ უკეთესი ლიდერი გახდეთ:

გამოყავით დრო თანამშრომლების მოსასმენად

ამბობენ, რომ ორი ყური და ერთი პირი უმიზეზოდ არ მოგვეცა. როგორც ლიდერი, ეცადეთ, მეტი ისმინოთ, ვიდრე ილაპარაკოთ. დღის წესრიგის შემოწმებამდე, შეამოწმეთ, როგორ არის თქვენი გუნდი – სად არიან და რის შესახებ ფიქრობენ, მხოლოდ ამის შემდეგ გადადით საქმეზე. კარგად შეამოწმეთ, ნამდვილად გესმით მათი? თუკი ისინი ისაუბრებენ და თქვენში შედეგს ვერ დაინახავენ, საუბრის სურვილი საერთოდ დაეკარგებათ. საქმის კეთება მაშინ უფრო კარგია, როცა ვიცით, რომ ვიღაც ჩვენს შრომას და მიღწეულ შედეგებს ხედავს. ესაუბრეთ მათ იმაზე, რასაც აკეთებენ და შეუქმენით კომფორტი იმისთვის, რომ გულწრფელები იყვნენ. ნუ აფიქრებინებთ, რომ ლიდერი მხოლოდ “კარიერული პერსონაჟია” და არა ადამიანი..

არა ვალდებულება, არამედ თანხმობა

მარტივია ყვირილით საქმის მოგვარება. ხმის აწევა, თვალების დაქაჩვა, წარბების შეკვრა სწორედაც რომ აიძულებს თანამშრომლებს აკეთონ ის, რასაც თქვენ ეტყვით. თუმცა, ეს მხოლოდ ვალდებულება იქნება და არა შეთანხმებაზე დაფუძნებული ქმედება. სწორედ იმ მომენტში, როდესაც ისინი თქვენგან ნაკლებ საფრთხეს იგრძნობენ, თავიანთ წარსულ ქცევას დაუბრუნდებიან და აღარ გააკეთებენ ისე, როგორც ეუბნებით. თუკი თქვენ რაიმეს აიძულებთ, ისინი ავტომატურად დაიწყებენ სხვა სამსახურის ძებნას. არავის სურს ისეთ სამსახურში მუშაობა, სადაც თავს სიუხეშის მსხვერპლად იგრძნობს და სტრესის ქვეშ იქნება.

თქვით, რა მოლოდინები გაქვთ

სანამ საქმეზე გადახვალთ, გამოხატეთ, რა მოლოდინები გაქვთ. ხშირად ხდება ისე, რომ უფროსებს შედეგი არ მოსწონთ, თუმცა, დასაწყისში მათ არც იცოდნენ, რას ელოდნენ თანამშრომლებისგან. უფროსისა და თანამშრომლების ინტერესების აცდენას კი ხშირად დაძაბულობა მოაქვს, რაც, რასაკვირველია, არასასიამოვნოა. საქმის დაწყებისთანავე გააფრთხილეთ, რა გსურთ და რატომ, რომ ყველაფერი მათთვისაც და თქვენთვისაც ნათელი იყოს.

არ მართოთ, უბრალოდ ურჩიეთ

როდესაც თანამშრომლებს რაიმე არ გამოსდით, კარგი ლიდერები ყოველთვის ეკითხებიან, თუ რატომ მოხდა ეს, რა ხერხი სცადეს? პირიქით, რა არ სცადეს? ვის შეუძლია მისი დახმარება? სად შეიძლება იმ ინფორმაციის მოძიება, რომელიც დაეხმარება? და ა.შ ნუ ორიენტირდებით მხოლოდ შედეგზე, იყავით თქვენი გუნდის პირველი მრჩეველი და ნუ აგრძნობინებთ ზედმეტად მათ, რომ ისინი თქვენ წინაშე ძალიან დავალებულები არიან.

გამოხატეთ თანაგრძნობა

აუცილებელია თანამშრომლების პირადი ცხოვრებისადმი ტოლერანტობის გამოხატვა. ისინი ხომ ადამიანები არიან, არც თუ ისე მარტივი ცხოვრებით. თუკი მათ მისცემთ გარკვეულ დროს, იზრუნონ პირად საჭიროებებზე, სამსახურეობრივ მოვალეობასაც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდებიან. ასევე, ნუ დაელაპარაკებით მხოლოდ საქმეზე, ესაუბრეთ იმაზეც, რაც აწუხებთ – ისინი თავად გადაწყვეტენ, გულწრფელები იყვნენ თუ არა, თქვენს ზრუნვას კი წინ არაფერი უდგას.

იყოთ კარგი ლიდერი, არ გულისხმობს, რომ ყველაფერი უკუღმა წავა. პირიქით, ეს მოგეხმარებათ, იყოთ გუნდისთვის სამაგალითო. თანამშრომლებისთვის პატივის ცემა და დაფასება ხომ არასდროს ყოფილა სამარცხვინო.

წყარო: Inc



განხილვა