in

როგორ გავხდეთ უფრო მომთმენი ხელმძღვანელი?

ეფექტიანი მართვა, თანაც კრიზისის დროს, მოთმინებას მოითხოვს. თუკი არ შეგიძლიათ, იმედგაცრუებისა და სირთულეების წინაშე სიმშვიდის შენარჩუნება, სხვებს ვერ დააწყნარებთ. როდესაც თქვენთან მოსულ პირდაპირ რეპორტებში დაძაბულობა შეინიშნება, თქვენი ამოცანაა, დაამშვიდოთ ადამიანები და არ გააღიზიანოთ. ახალ გამოწვევებთან გამკლავება დროს მოითხოვს. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია მოთმინება, რომლის დეფიციტიც აქვთ ხოლმე მაღალი პოტენციალის მქონე ლიდერებს. მათ სურთ პრობლემა სწრაფად მოაგვარონ და სტრატეგიის შემუშავებას არ ელოდებიან. ეს ტენდენცია კი განპირობებულია ციფრული სამყაროს გავლენით, რომელიც მაღალი სისწრაფით მუშაობას გვაჩვევს ხოლმე.

pasha-statiebi
pasha-statiebi

იმისათვის, რომ შეესწავლათ, რამდენად ზრდის ლიდერის გავლენას მოთმინება, Covid-19-ის კარანტინის დროს, 578 ამერიკელი პროფესიონალი გამოკითხეს. მათი საშუალო ასაკი 39 წელი იყო. უმეტესობა მათგან კოლეჯის კურსდამთავრებული გახლდათ, ნახევარზე მეტი კი, თავად იკავებდა მენეჯერულ პოზიციას. მათ ჰკითხეს, როგორი იყო უშუალო ხელმძღვანელის ქცევა, რამდენად მომთმენი იყო და რამდენად უწყობდა ხელს თანამშრომლებში კრეატიულობის, პროდუქტიულობისა და კოლაბორაციის შენარჩუნებას. მათი პასუხების მიხედვით გამოჩნდა, რომ: მოთმინებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. იმ შემთხვევებში, როდესაც ხელმძღვანელები ამ უნარს ავლენდნენ, თანამშრომლების კოლაბორაცია და კრეატივი, საშუალოდ, 16%-ით, პროდუქტიულობა კი, 13%-ით იზრდებოდა.

შემდეგ, დააკვირდნენ, რა განსხვავებას იძლეოდა მოთმინება სხვადასხვა ლიდერული ქცევის მქონე ხელმძღვანელებზე. აკადემიური კვლევა, როგორც წესი, ლიდერშიფს ქცევის ორ საბაზო კატეგორიად ყოფს: ამოცანაზე ორიენტირებულად და ურთიერთობებზე ორიენტირებულად. საუკეთესო ლიდერები ამ ორს შორის ბალანსის პოვნაზე ფიქრობენ. მიზანზე ორიენტირებული ხელმძღვანელები უფრო ფუტურისტული მიდრეკილებებით ხასიათდებიან, ურთიერთობებზე ორიენტირებულები კი – ფასილიტატორული. ფუტურისტები ქმნიან ძლიერ ხედვას და მიზნის მისაღწევად საჭირო ძალისხმევას განსაზღვრავენ. ფასილიტატორები კი, კოლაბორაციაზე არიან ორიენტირებულები და გუნდს აძლიერებენ, საერთო მიზნის მისაღწევად. სულაც არაა აუცილებელი, რომ ეს ორი მიდგომა ერთმანეთს გამორიცხავდეს, პირიქით, სავსებით შესაძლებელია მათი შეთავსება. თუმცა, აისახება თუ არა მოთმინება მათზე თანაბრად?

როგორც აღმოჩნდა, მოთმინებამ ორივე მიდგომაზე დადებითაც იმოქმედა, ფუტურისტული ქცევის შემთხვევაში, კრეატიულობა და კოლაბორაცია 6%-ით გაიზარდა, ფასილიტატორული ქცევის მიდგომასთან შედარებით. თუკი კარგად დაუკვირდებით, მოთმინებას ძალიან ბევრი შეუძლია შემატოს ხელმძღვანელის მიდგომას. მაგალითად, ფუტურისტს სჭირდება მოთმინება, როდესაც გუნდის წევრებს საკუთარ ხედვას უხსნის და სათქმელის სწორად მიტანა ან ეჭვების გაქარწყლება სჭირდება. ფასილიტატორს კი მოთმინება სჭირდება გუნდთან კოლაბორაციული პროცესის წარმართვისას, როდესაც გუნდის წევრები ვერ ეწყობიან ერთმანეთს კარგად ან გამოსავლამდე მისვლას მეტისმეტად დიდ დროს ანდომებენ.

მაინც, როგორ შეუძლიათ ხელმძღვანელებს მოთმინების გამომუშავება?

საამისოდ, დაგჭირდებათ იმის გაცნობიერება, სადაც თქვენი მოთმინება ყველაზე მეტად გამოიცდება. თუკი იცით, რომ გამოწვევის წინაშე დადგებით, გააცნობიერეთ მოსალოდნელი და წინასწარ შეემზადეთ სიმშვიდის შესანარჩუნებლად. წნეხის მშვიდად სამართავად დროის რეალურ დროში აღქმა წაგადგებათ. აი, რამდენიმე სასარგებლო სტრატეგია:

გადააფასეთ სიჩქარის მნიშვნელობა. აშშ-ის საზღვაო ძალებში ცნობილია ასეთი ფრაზა: “ნელი არის მშვიდი და მშვიდი არის სწრაფი”. ეს სწრაფი რეაგირების სამხედრო ძალები პარადოქსულ მეთოდოლოგიას იყენებენ, როცა საქმე დაგეგმვასა და კრიტიკული მისიების განხორციელებას ეხება. მათ აქვთ 60-წლიანი გამოცდილება, როგორ იმოქმედონ კრიზისულ სიტუაციებში და რომ ნელა და სტაბილური ნაბიჯებით მოქმედება თავდაპირველი შეცდომების დაშვების ალბათობას ამცირებს, ხოლო მომდევნო ეტაპზე, წარმატების მიღწევის შანსებს ზრდის. მოკლედ, მათ ისწავლეს, რომ ხელმძღვანელებმა არ უნდა აურიონ ოპერაციული სიჩქარე სტრატეგიულ სისწრაფესთან. ეს, რასაკვირველია, ნიშნავს, რომ ლიდერებმა თავიდანვე მკაფიოდ უნდა განსაზღვრონ, რას ნიშნავს ღირებულებების მიწოდება.

მადლიერება – გზა მოთმინებისაკენ. მადლიერებას სერიოზული ეფექტი აქვს მიდგომასა და ქცევაზე. მაგალითად, თუკი აწარმოებთ დღიურს, სადაც წერთ, რისთვის ხართ მადლიერი, ეს სტრესს შეგიმცირებთ. ეჭვგარეშეა, რომ მადლიერების განცდა დადებითად იმოქმედებს მოთმინების გამოვლენის უნარზე. კვლევამ აჩვენა, რომ მადლიერების განცდის მქონე ადამიანები სხვების კმაყოფილებას უკეთ აფასებენ და უფრო მომთმენებიც არიან.

კრიზისის პირობებში, არც ისე ადვილია, საკუთარ თავში მადლიერების განცდის გაღვიძება. თუმცა, პრაქტიკასთან ერთად, პროგრესი გარდაუვალია და გაცნობიერებულობა სრულიად სხვა, დამალულ შესაძლებლობებს გახსნის თქვენ წინაშე. უკვე შემდგომ, თუკი რაიმე საფრთხეს შეუქმნის თქვენს მოთმინებას, წამით შეჩერდით და გაიხსენეთ, რა ისწავლეთ აქამდე, კრიზისის მართვაზე.

ეფექტიანი ლიდერული ქცევა განპირობებულია მოთმინების გამოვლენით. იმოქმედეთ მოთმინებით და შედეგად მიიღებთ გაზრდილ პროდუქტიულობას, კრეატიულობასა და კოლაბორაციას, გუნდის წევრებში. თუკი იჩქარებთ, სამწუხაროდ, ნაკლებად უნდა ელოდოთ მოგებას.

 

წყარო: HBR



ხმები საქართველოდან – აქ. ახლა თიბისი ახალ პროექტს იწყებს

„ჯი-თი ჯგუფმა“, ახალი პროექტის „future generation” ფარგლებში, პირველი მემორანდუმი გააფორმა