10
Dec
2018

Apple-ის ახალი მოწყობილობა, რომელიც ძილის ხარისხს გაზომავს

10 Dec 2018

Apple-ის ოფიციალურ ვებგვერდზე „ძილის მზომის“ შეძენაა შესაძლებელი. ეს არის ახალი მოწყობილობა, რომელიც თქვენი ძილის ხარისხს გაზომავს. Apple-მა აღნიშნულ პროექტზე მას შემდეგ დაიწყო მუშაობა, რაც 2017 წელს, ფინური კომპანია Beddit შეიძინა. მოწყობილობას ძილის დროის გამოთვლა, გულისცემისა და სუნთქვის სიხშირის გაზომვა, საწოლის ტემპერატურისა და ტენიანობის დაფიქსირება შეუძლია. მეტიც, მზომი იმასაც გეტყვით, თუ რამდენჯერ შეიცვალეთ ძილის დროს პოზიცია.

 

ძილის მზომი ზეწრის ქვეშ უნდა მოათავსოთ. სენსორის სისქე 2 მმ-ია და ამბობენ, რომ ვერც კი შეამჩნევთ ამ უცხო სხეულს თქვენს საწოლში. მისი მართვა კი iPhone-ით, ან Apple-ის ჭკვიანი საათების მეშვეობით შეგიძლიათ. ამისთვის გაჯეტი, სულ მცირე,  iOS 12-ზე უნდა იყოს მომართული.

განხილვა