in

ბედნიერება, როგორც ბრენდის სტრატეგიის ნაწილი

ფარელ უილიამსის სიმღერა Happy 2013 წლის ჰიტად იქცა — ის ყველგან ისმოდა, სადაც არ უნდა წავსულიყავით. თითქოს, ყველა ცდილობდა მომხმარებლების ირგვლივ ბედნიერი ატმოსფერო შეექმნათ. ახლა, წლების შემდეგ კი აშკარად ჩანს, რომ ნამდვილად გვჭირდება მსგავსი ბედნიერების შექმნა — კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ლოკდაუნიდან გამოსვლის შემდეგ გახალისების გზებს აქტიურად ვეძებთ.

2020 წლიდან ჟურნალისტებმა და ბლოგერებმაც კი ბედნიერების შესახებ დაიწყეს წერა, რათა საზოგადოებას შეძლებისდაგვარად დახმარებოდნენ სტრესთან გამკლავებაში. მაგალითად, The Atlantic-ის ჟურნალისტმა, არტურ ბრუკსმა, ამ დრომდე მე-100 სვეტი დაწერა ბედნიერებაზე. დღეისათვის კი უკვე რამდენიმე ბრენდი ყიდის ბედნიერებას, როგორც მათი ბრენდის ბირთვს. თითქოს, ყველას გვჭირდება შეხსენება, რომ უბედურება წარსულში უნდა დარჩეს და დადებით ტალღაზე გადართვის დროა.

ამჟამად თამამად შეიძლება ოთხი კომპანიის დასახელება, რომელიც მომხმარებლებთან დასაკავშირებლად ბედნიერების უპირატესობას იყენებს.

მაშ, ვის უნდა, რომ ბედნიერები ვიყოთ?

1) Carvana ის კომპანიაა, რომელმაც კორონავირუსით გამოწვეული პრობლემების დროს სწორი პოზიციონირება შეარჩია. მანქანის ყიდვა-გაყიდვა სახლიდან გაუსვლელად. რა თქმა უნდა, საშიშროების ფონზე ეს ყველასათვის კარგი გამოსავალი იყო, მაგრამ რა მოხდა, როცა ვირუსმა ნელ-ნელა უკან დახევა დაიწყო? ბრენდი იმავე გზავნილს ვერ მიაწვდიდა მომხმარებლებს, რომ გარეთ გასვლა და ბევრ ადამიანთან კონტაქტი სახიფათოა… ამიტომაც, ახლა Carvana-ს სურს შეგვახსენოს, თუ რამდენად დამღლელია მანქანების ყიდვა-გაყიდვის პროცესი, რომელსაც გაგიჟებამდეც კი მიჰყავს ხოლმე ხალხი. მისი სერვისის გამოყენებით კი არა მხოლოდ დაღლას აარიდებთ თავს, არამედ გაბედნიერდებით კიდეც.

2) Stouffer’s გაყინული საკვების ბრენდია, რომელიც Nestlé-ს ეკუთვნის. მას სურს, თითოეულმა კლიენტმა მისი შეთავაზებით სარგებლობისას ბედნიერება იგრძნოს. მე-20 საკუნის დასასრულს Stouffer’s იყო რძის ფერმა, შემდეგ რძისა და სენვიჩების გაყიდვა დაიწყო, რის შემდეგაც იგი რესტორნად იქცა, სადაც კეფირის, სენდვიჩებისა და მფლობელის მეუღლის ჰოლანდიურ ვაშლის ღვეზელის დაგემოვნება გახდა შესაძლებელი.

ალბათ, Stouffer’s იმედოვნებს, რომ ყველას მარტივად შეუქმნის თბილ და მყუდრო ატმოსფეროს, რომელსაც კონკრეტული საკვები გვანიჭებს ხოლმე. ბრენდის თქმით, ბედნიერებაა: მაკარონისა და ყველის პირველი ლუკმა, ღუმელში ლაზანიას სუნი, პიცა ფრანგული პურით.

3) ნუ დავივიწყებთ ჩვენს ძაღლებს. პანდემიის დროს რეკორდული რაოდენობის ძაღლები გადაარჩინეს და თავიანთ სახლებში წაიყვანეს. ამაზე სოციალურმა იზოლაციამ და მარტო დარჩენამ დიდი გავლენა იქონია… ზოგიერთს ამ მარტოობის იმ არსებასთან გაზიარება მოუნდა, რომელიც უპირობო სიყვარულს გვაძლევს. ამის პარლელურად კი აშკარა გახდა, რომ ბევრი ჩვენგანი ყველაფერს გააკეთებს ოთხფეხა მეგობრებისთვის, ეპიდემიის და თანმდევი პრობლემების მიუხედავად.

აქ გამოჩნდა Bark Box-იც — სააბონენტო სერვისი, რომელიც ძაღლებისთვის პროდუქტებს, მომსახურებასა და სასიამოვნო გამოცდილებას უზრუნველყოფენ ძაღლებისთვის. კომპანიის თქმით, თუ თქვენი ძაღლი ბედნიერია, თავადაც იზიარებთ ამ გრძნობას.

4) Disney ბედნიერებას ყოველთვის თავისი ბრენდის ნაწილად თვლიდა. მისი მიზანი თავიდანვე ბედნიერების შექმნა იყო. დისნეის პირადი სურვილი იყო, ფანტასტიკური სამყაროები შეექმნა, რომლებიც ადამიანებს ბედნიერებას მიანიჭებდა. და რაც მთავარია, ყველაფერი დამაჯერებელი და გულწრფელი უნდა ყოფილიყო. შედეგად, ის არა მხოლოდ ბავშვების, არამედ ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის ბედნიერების ნამდვილ წყაროდ იქცა.

გასაგებად რომ ვთქვათ, ბედნიერებას ინგლისურად ბევრი მნიშვნელობა აქვს. კმაყოფილი, აღფრთოვანებული, ნეტარი, მხიარული, გახარებული… ამრიგად, ბრენდისთვის, რომელიც ყიდის ბედნიერებას, ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ რა სახის ბედნიერებას ყიდით.

ქირურგიული ძაფებით შესრულებული პორტრეტები Johnson&Johnson-ის კამპანიაში

როგორ გავხდეთ Tesla, Google, Apple და სხვა ცნობილი კომპანიის აქციონერი