ტურისტულმა სააგენტო Thomson–მა მაღალი ხარისხის ვიდეორგოლი შემოგვთავაზა. ბრენდი, რომლის მთავარი მიზანიც მომხმარებლისთვის დაუვიწყარი მომენტების შექმნაა, ვიდეო ეფექტების სფეროში ახალ საფეხურზე გადავიდა.
მზე, ზღვა, პლიაჟი, გაჩერებული კადრები და მხოლოდ პატარა ლამაზი მოძრავი გოგონა. არაჩვეულებრივი ეფექტების წყალობით, ვიდეოში ის განსაკუთრებული წამია შეჩერებული, რომელიც პატარა გოგონას უდიდეს ბედნიერებას ანიჭებს. მამასთან ერთად გატარებული ეს უბედნიერესი მომენტი მის წარმოსახვაში სწორედ ასე გამოიყურება.












