in

„ბედნიერი ვიქნები, როცა…“ — როგორ შევწყვიტოთ ამ ფრაზის გამეორება?

M2
M2

„ბედნიერი ვიქნები, როცა…“ — ეს ის ფრაზაა, რომელსაც ძალიან ხშირად ვიყენებთ და ასე ვაჭიანურებთ ნამდვილი ბედნიერების განცდას. ცხადია, ეს მხოლოდ სიტყვები არ არის, არამედ აზროვნება, რომელიც გვაიძულებს, ველოდოთ ბედნიერებას, ნაცვლად იმისა, რომ ახლავე მივიღოთ. სხვა სიტყვებით, როცა რაღაც ეტაპს მივაღწევთ, დაუყოვნებლივ სამომავლოდ ვდებთ სიხარულის იდეას.

აქვე ისიც უნდა განვსაზღვროთ, რა განსხვავებაა ბედნიერებასა და სიხარულს შორის. როგორც მწერალი და დიზაინერი ინგრიდ ფეტელ ლი განმარტავს, პირველი მათგანი ცხოვრებისეულ გამოცდილებებს აჯამებს და ასე ზომავს, როგორ ვგრძნობთ თავს; ხოლო სიხარული პოზიტიური ემოციების ძლიერი, მყისიერი აფეთქებაა. ამასთან, ბევრი ჩვენგანი მიჩვეულია ბედნიერების ცხოვრების გარკვეულ მნიშვნელოვან ეტაპებთან დაკავშირებას, როგორიცაა პარტნიორის პოვნა, დაწინაურება, სახლის ყიდვა, ბავშვის გაჩენა და ა. შ. თუმცა, კვლევის მიხედვით, ბედნიერება ამ სახის მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენის შემდეგ იმატებს, შემდეგ კი მალევე უბრუნდება თავის ბუნებრივ დონეს. 

ამიტომაც ვიმეორებთ: „ბედნიერი ვიქნები, როცა…“

ასევე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ რეალურად მცირე კონტროლი გვაქვს იმაზე, თუ როგორ და როდის ხდება ეს დიდი მოვლენები. და როცა შეპყრობილი ვართ რაღაც კონკრეტული იდეით, ამჟამინდელი მომენტებით სიხარულის მიღებას ვერ ვახერხებთ. გამოდის, ბედნიერების ძიებაში, სიხარულს უგულებელვყოფთ.

როგორ უნდა შეწყვიტოთ ამ ფრაზის გამეორება?

პირველ რიგში, უნდა გააცნობიეროთ, რომ ბედნიერების მუდმივი მოლოდინი უბრალოდ ჩვევაა, როგორც მაგალითად, დილაობით კბილების გახეხვა. უბრალოდ, კონტრასტულად, ეს საზიანოა როგორც ჩვენი მენტალური ჯანმრთელობისთვის, ისე ზოგადად ცხოვრებისთვის. ყოველთვის, როცა საკუთარ თავს გამოიჭერთ „ბედნიერი ვიქნები, როცა…“ ფრაზის თქმაში, ეცადეთ, თავი მომავალში წარმოიდგინოთ — კერძოდ, როგორ უყურებთ მომავლიდან თქვენს ამჟამინდელ ვერსიას.

შემდეგ კი საკუთარ თავს ჰკითხეთ, როგორ გსურთ ამ დროის გამოყენება. ინგრიდის თქმით, ეს მეთოდი ყოველთვის ამართლებს, რადგან გრძნობს, რომ ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ასე ჟღერს: „იცხოვრე შენი ცხოვრების საუკეთესო ვერსიით“.

გარდა ამისა, როგორც ინგრიდი აღნიშნავს, ბედნიერების მოლოდინს ხშირად პერფექციონიზმი ამძაფრებს, რომელიც წარმოსახვით იდეალურ ცხოვრებაზე გვაფიქრებს. და რადგანაც სრულყოფილება მიუღწეველია, მუდმივი დეფიციტის განცდა გვრჩება.

როგორ დავდოთ Android აპლიკაცია Google Play Store-ზე

როგორ უნდა მართოთ სხვადასხვა თაობისგან შემდგარი გუნდი?