ხელმძღვანელები, განსაკუთრებით კი ბიზნეს ლიდერები, სულაც არ არიან პასუხისმგებელი გარემოში არსებულ ქაოსზე, მაგრამ ეს მათ არ ათავისუფლებს გამოსავლის ძიების პასუხისმგებლობებისგან. ის, თუ როგორ მოვედით ამ ეტაპამდე, შესაძლოა, სულაც არ ყოფილიყო ჩვენზე დამოკიდებული, მაგრამ იმის კონტროლი, თუ როგორ გავაგრძელებთ წინსვლას, უკვე ლიდერობის განმარტებად შეგიძლიათ ჩათვალოთ. ექსპერტები გვეუბნებიან, რომ ყველაზე დიდი ბედნიერება ის კი არ არის, რისკენაც მივისწრაფვით, არამედ სხვებთან გაერთიანების ბუნებრივი შედეგი, რათა ვიცხოვროთ ავთენტური მიზნების მქონე ცხოვრებით.
დღეს ტექნოლოგიები ინფორმაციების ძალაუფლებას, შესაძლებლობებსა და წვდომას გვთავაზობს იმ დონეზე, რომლის წარმოდგენაც ათწლეულების წინ შეუძლებელი იყო. თუმცა ამის შემდეგაც, იმის გამო, რომ ამდენი ძალაუფლებით მანიპულირება არ შეგვიძლია, ხშირად იმედგაცრუებულნი ვრჩებით… სოციალური მედია კი პრობლემის შემადგენელი ნაწილია, რადგან გვთავაზობს ილუზიას, რომ ჩვენ ირგვლივ ყველა ბედნიერად ცხოვრობს, წარმატებულია მაშინ, როცა ჩვენ ყველაფრისთვის ბრძოლა გვიწევს…
შედეგად, გამუდმებით ვცდილობთ, უფრო მეტი ვიმოქმედოთ და უფრო სწრაფად ვიმუშაოთ. აქ კი საზოგადოების მიმართ ბრაზი გროვდება, რადგან ძალიან ბევრს გვპირდებიან და ძალიან ცოტას ასრულებენ. ამას კიდევ უფრო აძლიერებს რწმენა, რომ ყველაფერი, რასაც ვისურვებთ, ჩვენს ხელთაა და ამის უნდა გვჯეროდეს…
გამოსავალს კი იმით ცხოვრებაში ხედავენ, რაც/ვინც გვიყვარს. სიყვარულს კი ებრაული სიტყვის ahavah-ის განმარტებით გვიხსნიან, რომლის ფუძე hav გაცემას ნიშნავს — ჩვენ შვებას ვპოულობთ ადამიანური არსებობით, ადამიანური ურთიერთობებით, ჩვენი დროისა და ენერგიის გაცემით სხვების დასახმარებლად, რათა დავამყაროთ კავშირები, რომლებიც მარტოობისგან გვიხსნის.
ზემოთ აღნიშნულ კავშირებს კი საზოგადოებაში, ჩვენს ოჯახსა და სამსახურში ვხვდებით. და თუ ხელმძღვანელები ამას მოახერხებენ, კონტროლის ატმოსფეროსაც გაზრდიან. ამასთან, ბიზნესი მხოლოდ პროდუქტის ან სერვისის მიწოდებით კი არ ვითარდება, არამედ იმ შეგრძნებით, რომ ჩვენ უკეთესი სამყაროს შესაქმნელად ვთანამშრომლობთ.
სინამდვილეშიც ყველაზე შთამაგონებელი სამუშაო ადგილები სწორედ იქაა, სადაც ლიდერები თანამშრომლებს პარტნიორებივით ეპყრობიან, რომლებიც უმაღლესი მისიის ერთგულნი არიან. ამგვარად, ისინი ქმნიან ერთიან საზოგადოებას, რომელშიც პროდუქტიულობა და ჩართულობა მელიორისტული ხედვის ბუნებრივი შედეგია, იმის, რაც სიცარიელეს ავსებს, უაზრობას აზრს აძლევს და იმედგაცრუებას ბედნიერებად გარდაქმნის…