in

ბედნიერი თანამშრომლები ბედნიერი მომხმარებლების ტოლფასია

ხელმძღვანელებს ხშირად ავიწყდებათ, რომ პირველ რიგში საკუთარი თანამშრომლების ბედნიერებაზე უნდა იზრუნონ. არადა, ამის გარეშე ვერც მომხმარებლებს მიანიჭებენ სათანადო კმაყოფილებას, რაც საბოლოო ჯამში ნეგატიურად აისახება კომპანიის წარმადობაზე. მომხმარებელთა მომსახურების ექსპერტი და ტრენერი მიკა სოლომონი აღნიშნავს, რომ ბედნიერი თანამშრომელი ბედნიერი მომხმარებლის პირდაპირპროპორციულია. ალბათ, ამაში არაფერია რთული ან გასაკვირი — კმაყოფილი ადამიანი ირგვლივ ყველაფერ დადებითს ასხივებს.

მომხმარებელთა მომსახურების ეფექტური და ყოვლისმომცველი ტრენინგი

ეს უდავოდ აუცილებელია. რაღაც მხრივ, ნებისმიერი საქმიანობა მანქანის ტარებას ჰგავს — ვიდრე თამამად დაადგებით გზას, ჯერ ყველაფრის სათანადოდ სწავლა გჭირდებათ. შესაბამისად, ხელმძღვანელებმა თანამშრომლები ტრენინგებით და თემატური ცოდნით უნდა უზრუნველყონ, რადგან ამის გარეშე ვერანაირად მიაღწევენ თავდაჯერებულობას. ეს კი საერთო განწყობაზეც იმოქმედებს, რაც ავტომატურად გავრცელდება მომხმარებლებზეც.

მომხმარებლებთან ურთიერთობის ქცევის სტანდარტები

შეგიძლიათ, პროფესიონალის ჩართულობით შეიმუშაოთ მომხმარებლებთან ურთიერთობის სტანდარტები, რათა თითოეულმა თანამშრომელმა ზუსტად იცოდეს ამა თუ იმ სიტუაციაში როგორ უნდა მოიქცეს. მაგალითად, ბევრ კომპანიაში მოქმედებს ტელეფონზე დარეკვის სტანდარტი: თუკი ოთხი ზარის გასვლის შემდეგ არ გპასუხობენ, უნდა გათიშოთ, რადგან კვლევების მიხედვით, ამაზე ხანგრძლივი დარეკვა გაღიზიანებასა და შიშს იწვევს.

გაძლიერება

თანამშრომლებს უფლება უნდა მისცეთ, რომ ზოგჯერ თქვენ მიერ დადგენილ ქცევის სტანდარტებს გადაუხვიონ, თუკი ეს მომხმარებლების საკეთილდღეოდ იმოქმედებს. როცა დასაქმებულს აგრძნობინებთ, რომ რიგ შემთხვევებში ძალაუფლება მის ხელთაა, ეს ბედნიერებისა და თავდაჯერების დონესაც გაზრდის.

აღიარება

აუცილებელია, პერიოდულად გამოხატოთ აღფრთოვანება იმ თანამშრომლების მიმართ, რომელთა მუშაობაც უბრალოდ კარგი დონის სერვისს სცილდება. ამის გაკეთება შეგიძლიათ როგორც ყოველკვირეული შეხვედრების დროს, ისე ელ.ფოსტის ან სხვა საკომუნიკაციო გზით. ასე მნიშვნელოვნად წაახალისებთ თანამშრომლებს, სულ უფრო უკეთ შეასრულონ საკუთარი მოვალეობა და სხვებსაც შთააგონებთ, გააუმჯობესონ მუშაობის დონე.

მთლიანობაში, იმისათვის, რომ ერთგული მომხმარებლების არეალი გაზარდოთ, პირველ რიგში შიდა სიტუაცია უნდა მოაგვაროთ. თუკი დასაქმებული პირები ბედნიერები იქნებიან, აუდიტორიაც შესაბამის განწყობას მიიღებს.

Nokia 3210 განახლებული სახით ბრუნდება!

რონალდო, რონალდინიო და სერხიო აგუერო Clash of Clans-ის რეკლამაში გამოჩნდნენ!