in

ნახეთ: “Bee Influencer” – მსოფლიოში პირველი ინფლუენსერი ფუტკარი!

იდეა ორგანიზაცია Fondation de France-ს ეკუთვნის

მსოფლიოს პირველმა ინფლუენსერმა მწერმა bee_nfluencer-ის სახელით ინსტაგრამზე გადაინაცვლა, რათა მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით “ბზუილი აეტეხა”. კერძოდ, საქმე ეხება ფუტკრების შესაძლო გადაშენებას…

ამ ყველაფრის უკან ორგანიზაცია Fondation de France დგას, რომელიც იმედოვნებს, რომ “ინფლუენსერ ფუტკარს” დიდი გავლენა ექნება ბრენდებზე და ამ გზით შეძლებენ საკუთარი პროდუქციის პოპულარიზაციას. გამომუშავებული თანხა კი ორგანიზაციის ფუტკრის ფონდში გადაირიცხება და მოხმარდება საცხოვრებლების აღდგენას, ცნობიერების ამაღლებას და ხალხისათვის იმ ცოდნის გადაცემას, თუ როგორ მოქმედებს პესტიციდები პოლინატორებზე, რათა ფერმერებმა შესაბამისი ტექნოლოგიები გამოიყენონ.

„ჩაანაცვლე ქიმია ბოტანიკით“ – ქართული ბოტანიკური სასმელი „კაი“

ნახეთ: 2021 წლის მსოფლიო სპორტული ფოტოგრაფიის საუკეთესო ნამუშევრები