3
Jun
2019

ველურმა ფუტკრებმა სკების საშენებლად პლასტიკური ნარჩენების გამოყენება დაიწყეს

3 Jun 2019

არგენტინელი ბიოლოგების თქმით, ველურმა ფუტკრებმა, სკების საშენებლად, პლასტიკური ნარჩენების გამოყენება დაიწყეს. (საუბარია სკის გარე ინფრასტრუქტურაზე და არა ფიჭაზე, რომელსაც ფუტკრები ცვილით აშენებენ). აღნიშნული აღმოჩენა ეყრდნობა კვლევას, რომელიც ჟურნალ Apidologie-ს აპრილის ნომერში დაიბეჭდა. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა ყვავილების დამტვერვისთვის ფუტკრების მოსაზიდად 63 ხელოვნური სკა დადგეს. ველური ფუტკრები სკის შიგთავსს ბუნებრივი მასალით, ფოთლებით და ყვავილების ფურცლებით ავსებდნენ. ასევე, იყენებდნენ თიხასა და მიწას. 2017-2018 წლის გაზაფხულზე დადგმულ ხელოვნურ სკებზე დაკვირვების შედეგად, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ფუტკრების მიერ ათვისებული სამი სკიდან ერთი პლასტიკური ნარჩენებისგან იყო აგებული. სკის კონსტრუქციის პირველი ორი ფენისთვის ფუტკრებმა თხელი პოლიეთილენი გამოიყენეს, ხოლო მესამე მყარი პლასმასისგან ააგეს.

მეცნიერების აზრით, შესაძლოა, ფუტკრები გარემოში ბუნებრივი მასალის შემცირებაზე ასე რეაგირებენ.

განხილვა