in

თიხის ქოთნების სისტემა კონდიციონერის მწვანე ალტერნატივას წარმოადგენს

იმის გამო, რომ გლობალური დათბობის შედეგები სულ უფრო ხელშესახები ხდება და ნიუ-დელიში წელს ტემპერატურის 50 გრადუსამდე გაზრდასაც ელიან, Beehive-ით არქიტექტორი მონიშ კუმარი ბიუჯეტურ და ტრადიციულ გაგრილების სისტემას გვაცნობს. Ant Studio-ს პროდუქტი ტრადიციული გაგრილების ტექნიკას თანამედროვე დიზაინთან აერთიანებს, რათა ეკომეგობრული ალტერნატივა შემოგვთავაზოს.

მარტივად რომ აგიხსნათ, აორთქლებით გაგრილების პრინციპით მუშაობს, ეს ტექნიკა კი საუკუნეების მანძილზე გამოიყენებოდა, რაზეც ქვემოთ გესაუბრებით… მანამდე გეტყვით, რომ Beehive-ით წყლით გაჟღენთილ თიხის ქოთნებს მიმართავენ, რათა აორთქლებისას გაგრილების ეფექტი შეიქმნას. ამ ბუნებრივ პროცესს კი ქოთანზე ბიოფილმების ფორმირება აძლიერებს, რაც უკვე ხელს უწყობს ჰაერის გაწმენდას. 

ისიც ფაქტია, რომ თიხის ქოთნები დიდი ხანია ცნობილია თავისი გაგრილების თვისებებით. ეგვიპტელებიც იყენებდნენ მას და რომაელებიც ზუსტად ისე, როგორც დღეს Beehive — სახლების ან კარვების კარზე სველ მასალას კიდებდნენ, რათა ჰაერი გაეგრილებინათ. მდიდრები კი ხელოვნურ არხებს აგებდნენ, რომლებიც სახლის კედლებს წყალს აწვდიდა, რათა ექსტემალური სიცხის დროს ტემპერატურა შეემცირებინათ…

ამგვარად, ახლა წარსულში არსებული იდეები თანამედროვე საჭიროებას შეუსაბამეს, რაც კვლავ ტრადიციული პრაქტიკების ღირებულებასა და მდგრადობაზე მეტყველებს. Beehive-იც ამ ფილოსოფიას მიჰყვება და ტრადიციული მეთოდების გარემოსდაცვით სარგებელს თანამედროვე დიზაინსა და ტექნოლოგიებთან აერთიანებს. 

გარდა იმისა, რომ დიზაინი პლასტმასასა და ემისიებზე ამბობს უარს, ესთეტიურად სასიამოვნოცაა, რაც მას იდეალურ ვარიანტად აქცევს გარე სივრცეებისთვის ურბანულ გარემოში.

ისიც უნდა აღინიშნოს, რომ Beehive-ით სურთ, თიხაზე მუშაობის ხელოვნება გააცოცხლონ. ამიტომ, ამ სისტემების შესაქმნელად ადგილობრივ ოსტატებს მიმართავენ, რითაც Ant Studio დასაქმების შესაძლებლობებსაც ქმნის. მოკლედ რომ ვთქვათ, ასე კულტურული მემკვიდრეობაც ნარჩუნდება და ადგილობრივების ეკონომიკური კეთილდღეობაც. თანაცამ პროექტმა უკვე მოიგო Asia-Pacific Low-Carbon Lifestyles Challenge და UN Environment-ისგან 10 000 დოლარის ღირებულების გრანტიც დაიმსახურა… 

როგორ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები?

GAU „თანამედროვე მარკეტინგის საფუძვლების“ პირველი ქართული გამოცემის პარტნიორი ხდება