„ბილაინის“ კამპანიამ „ბილაინი ასწორებს“ შემდეგ საფეხურზე გადაინაცვლა და მოკლე და სახალისო ვიდეორგოლების შემდეგ, ჯინგლის 3 საათიან, უწყვეტ ვიდეოს გვთავაზობს. როგორც VEON Georgia-ს (ბილაინი) საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელი, სოფო ბალავაძე მარკეტერთან საუბრისას აღნიშნავს, 3 საათიანი უწყვეტი ვიდეო ქართულ აუდიტორიასთან კომუნიკაციის უჩვეულო და განსხვავებული გზა იქნება და გარდა ამისა, ეს ფორმა, პირდაპირ თანხვედრაშია „ბილაინის“ პოპულარულ პროდუქტთან, რომელიც 1 ლარად, 3 საათიანი ულიმიტო ინტერნეტის შეძენის შესაძლებლობას ნიშნავს. რაც შეეხება, ვიდეორგოლის შინაარსს, 3 საათის განმავლობაში, სპეციალურად შექმნილი ჯინგლი გარწმუნებთ, რომ „ბილაინი ასწორებს“. კამპანიაზე კრეატიული სააგენტო „რედბერი“ მუშაობს.