6
იან
2016

იყიდის თუ არა ბილაინი კავკასუს ონლაინს?

6 იან 2016

beeline - caucasus onlineსაქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ “ბილაინისა“ და ”კავკასუს ონლაინის” წილების შერწყმის თაობაზე განცხადების საჯარო ადმინისტრაციული წარმოება დაიწყო. კომპანიებმა წილების შერწყმის თაობაზე განცხადება 2015 წლის 15 ნოემბერს შეიტანეს.
„ბინალინის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნათია ღლონტის თქმით, ორივე კომპანია საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში მოქმედებს, რომლის თანახმადაც კომისიამ უნდა შეაფასოს შეძენის და გაერთიანების შემდეგ გაერთიანებული კომპანიის გავლენა ბაზარზე.
„განაცხადის დაკმაყოფილების შემთხვევაში, გაგრძელდება მოლაპარაკება უშუალოდ კომპანიებს შორის და, თუ შეთანხმება შედგება, შემდეგ მოხდება შერწყმა. კომპანიების წილების შერწყმა გულისხმობს „ბილაინის“ მიერ მხოლოდ „კავკასუს ტვ“-ის და სადენიანი ინტერტნეტის სერვისის შეძენას. „ბილაინი“ შავი ზღვის ფსკერზე არსებული ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელით არ არის დაინტერესებული . შპს „კავკასუს ონლაინის“ აქტივის შესყიდვა კომპანია ბილაინს მისცემს საშუალებას არსებულ და ახალ აბონენტებს კიდევ უფრო მრავალფეროვანი და ხელმისაწვდომი მომსახურება შეთავაზოს“,-ამბობს ნათია ღლონტი.

განხილვა