7
May
2019

„ბილაინის“ CEO-ც ასწორებს

7 May 2019

ბილაინმა ახალი კამპანია – „ბილაინი ასწორებს“ დაიწყო, რომელზეც კრეატიულმა სააგენტომ „რედბერი“ იმუშავა. ვიდეორგოლის სიუჟეტში ჩანს, როგორ ასწორებს მამაკაცი კედელზე ჩამოკიდებულ ჩარჩოებს წარწერებით: „ზარები“, „ინტერნეტი“, „ხარვეზები“. მოგვიანებით კი, ფირსაკრავზე აქამდე უცნობ ჯინგლს უკრავს, ტექსტით: „ბილაინი ასწორებს“. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სიუჟეტი მიანიშნებს, რომ კომპანია მომსახურების გაუმჯობესებაზე ზრუნვის პროცესშია და ამაში გენერალური დირექტორი თავადაა ჩართული, რადგანაც ვიდეოს მთავარი მოქმედი პირი, სწორედ ის – ანჯეი მალინოვსკია.

ქართულ ბაზარზე კომპანიების დირექტორები მსგავსი კომუნიკაციით არ გამოირჩევიან, თუმცა სასიხარულოა, რომ პრეცედენტი უკვე არსებობს. საზოგადოებას სულ მალე მიეცემა შესაძლებლობა, კამპანიის გაგრძელება იხილოს და გაიგოს, რას უმზადებს ბილაინი საკუთარ მომხმარებელს.

 

განხილვა