in

„ბილაინის“ აბონენტებს ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობა შეუძლიათ!

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, კომპანია „ბილაინი“ მომხმარებელს ვირტუალური სიმ ბარათით (eSIM) სარგებლობას სთავაზობს. eSIM (Embedded SIM) „სმარტფონშია“ ჩაშენებული და აბონენტებს ყველა იმ სერვისით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს, რომელიც ფიზიკური სიმ ბარათის შემთხვევაშია ხელმისაწვდომი.

eSIM თანამედროვე გადაწყვეტაა, რომელიც მომხმარებელს უქმნის მნიშვნელოვან კომფორტს, აძლევს მოქნილობას და თავისუფლებას. გარდა ამისა, eSIM-ის გააქტიურება მარტივად და სწრაფად, სახლიდან გაუსვლელად არის შესაძლებელი – დღის ნებისმიერ მონაკვეთში, „ბილაინისვებგვერდის მეშვეობით.

eSIM-ს აქვს არაერთი უპირატესობა, ფიზიკურ ბარათთან შედარებით – ის არ ფუჭდება და არ იკარგება, მისი გამოცვლაც „ონლაინაა“ შესაძლებელი.

ბილაინის eSIM-ის გააქტიურების პროცესი მარტივი ეტაპებისგან შედგება და საჭიროებს ტელეფონის ნომრის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და „სმარტფონის“ მოდელის მითითებას, პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ატვირთვას და ფოტოს გადაღებას, ვებგვერდის მეშვეობითვე. პროცესის დასასრულს, მომხმარებელი იღებს QR კოდს და მისი დასკანერებით ხდება eSIM-ის აქტივაცია.

კიდევ უფრო მეტი სიმარტივისთვის, „ბილაინის“ ვებგვერდზე წარმოდგენილია აქტივაციის პროცესის აღმწერი ვიდეოები და დეტალური ინფორმაცია, როგორც iOS, ისე Android ოპერაციული სისტემების „სმარტფონებისთვის“.

eSIM-ის ღირებულება 5₾  შეადგენს. „ბილაინის“ აბონენტებს ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შესაძლებლობაც აქვთ, ასევე სახლიდან გაუსვლელად და მისი ღირებულებაც 5₾-ია.  როგორც eSIM-ის ყიდვის, ისე ფიზიკური სიმ ბარათის eSIM-ით შეცვლის შემთხვევაში, აბონენტები, „ბილაინისგან“, 5GB ინტერნეტს იღებენ, საჩუქრად.

eSIM-ის აქტივაცია ფიზიკურ სიმ ბარათთან ერთადაც ხდება. შესაბამისად, აბონენტებს, ერთდროულად, ორი ნომრის გამოყენება შეუძლიათ. ვირტუალური სიმ ბარათით სარგებლობისთვის „სმარტფონს“ უნდა ჰქონდეს შესაბამისი მხარდაჭერა. ასეთი გაჯეტების ჩამონათვალი ხელმისაწვდომია „ბილაინის“ ვებგვერდზე.

„მოხარული ვარ, მომხმარებელს შევთავაზოთ საუკეთესო თანამედროვე გადაწყვეტა eSIM-ის სახით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს სახლიდან გაუსვლელად, „ონლაინ“, ნებისმიერ დროს, „სმარტფონზე“ თავად გაიაქტიურონ ახალი სიმ ბარათი, ან eSIM-ით შეცვალონ უკვე არსებული. „ბილაინის“ მიზანია ყოველთვის მიაწოდოს მომხმარებელს საუკეთესო ციფრული პროდუქტები და მომსახურება, რომლებიც უმარტივებენ ჩვენი სერვისებით სარგებლობას და მათ მიღებას რეალურ დროში, როგორც და სადაც არ უნდა ჭირდებოდეთ“, – ამბობს „ბილაინის“ გენერალური დირექტორი, ლაშა ტაბიძე.

 

„ბილაინის“ შესახებ

ბრენდი „ბილაინი“ (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON), რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. „ბილაინი“ ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. „ბილაინის“ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ Beeline-ის ვებგვერდს. „ვიონი ჯგუფზე“ კი დამატებითი ცნობები იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.

 

[R]

Microsoft Start – ახალი პერსონალური საინფორმაციო სერვისი

„ჩვენ ვცვლით საქართველოს რეალობაში არსებულ ტიპური დამსაქმებლის სტანდარტს“ – MiMa