მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“, Huawei-ს მოდელების შეძენისას, თითოეულ მომხმარებელს სპეციალურ საჩუქარს გადასცემს. სმარტფონების ყიდვა შესაძლებელია „ბილაინის“ მაღაზიებსა და ვებგვერდზე.

„Huawei P20 Lite-ის შეძენისას მყიდველი საჩუქრად იღებს Bluetooth დინამიკს; Huawei P Smart-ის ყიდვისას – სმარტფონის დამტენს; Huawei Y6 PRIME-ის შეძენისას A-Atomu-Case-სა და 5GB „ბილაინის“ ინტერნეტს ყოველთვიურად, სამი თვის განმავლობაში; Huawei Y5 PRIME-ის ყიდვისას A-Dura-Case-სა და 5 GB „ბილაინის“ ინტერნეტს ყოველთვიურად, სამი თვის განმავლობაში“.
კომპანიის წარმომადგენლების თქმით, სმარტფონის შეძენა შესაძლბელია როგორც ერთჯერადი გადახდით, ისე 12, 18 და 24 თვიანი განვადებით.
„ მომხმარებლებს ვაძლევთ საშუალებას, ჩვენს მაღაზიებსა და ვებგვერდზე 24 თვიანი განვადებით ისარგებლონ. ამასთან, ყოველთვიურად, მისი დაფარვა მობილური ტელეფონის ბალანსიდან შეიძლება და ბანკში მისვლა საჭორო არ არის“.
[R]











