7
Nov
2018

“ბილაინმა” ახალი iPhone XR-ის გაყიდვა დაიწყო

7 Nov 2018

მობილურმა ოპერატორმა „ვიონი საქართველო“ ახალი iPhone XR-ის გაყიდვა დაიწყო. სმარტფონის შეძენა ბილაინის მაღაზიებსა და ვებგვერდზე www.beeline.ge არის შესაძლებელი. მსურველებს iPhone XR-ის ყიდვა 12, 18 და 24 თვიანი განვადებითაც შეუძლიათ. მომხმარებლები “ბილაინისგან” 64GB მობილურ ინტერნეტს მიიღებენ. საჩუქრად მიღებული ინტერნეტი მფლობელს პროპორციულად დაერიცხება, განვადების ხანგრძლივობის მიხედვით. iPhone XR 64GB-ის ფასი ერთიანი გადახდის შემთხვევაში 2690 ლარია, ხოლო 24 თვიანი განვადებისას – თვეში 127.84 ლარი.

როგორც უკვე ვახსენეთ, მომხმარებელს შეუძლია ისარგებლოს ოცდაოთხ თვიანი განვადებით. განვადება შესაძლებელია როგორც ბილაინის მაღაზიებში, ისე ვებგვერდიდან www.beeline.ge. ამასთან, განვადების ყოველთვიურად დაფარვა მომხმარებელს პირდაპირ საკუთარი მობილურის ბალანსიდან შეუძლია და არ საჭიროებს ბანკში მისვლას.

შეგახსენებთ, რომ მობილური ოპერატორი „ვიონი საქართველო“ Apple-ის ავტორიზებული პარტნიორია საქართველოში.

[R]

განხილვა