in

„ბილაინის“ ყველა მობილური თამაში ერთ პორტალზე

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი „ბილაინის“ ყველა აქტიური მობილური თამაში, ამიერიდან, ხელმისაწვდომია განახლებულ პორტალზე games.beeline.ge. პლატფორმა მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიოს მისთვის საინტერესო თამაში და შეუზღუდავად დააგროვოს მეგაბაიტები და წუთები. განახლებულ პორტალზე შესაძლებელია ლიდერთა სიის შემოწმებაც, სადაც მომხმარებლები ხედავენ მოხვდნენ თუ არა დღის, კვირის, ან თვის საუკეთესო მოთამაშეთა სიაში. პორტალის ბლოგის კატეგორია კი განკუთვნილია მობილური თამაშების სფეროსთან დაკავშირებული აქტუალური ინფორმაციისთვის.

„ბილაინი“ ბაზარზე გამოირჩევა საკუთარი მობილური თამაშების განვითარებით და მომხმარებლისთვის დამატებითი ღირებულების შექმნით. ამ ეტაპზე, „ბილაინს“, უცხოელი და ქართველი დეველოპერების მიერ შექმნილი 7 სახალისო თამაში აქვს პორტალზე განთავსებული. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის სასურველი და დაიწყონ მეგაბაიტების, სასაუბრო წუთებისა და, სამომავლოდ, SMS-ების დაგროვებაც.

2020 წლის 31 დეკემბრამდე, „ბილაინის“ თამაშების მომხმარებლებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ მიმდინარე გათამაშებაში, რომლის შედეგადაც თვის ყოველი კვირის ბოლოს ვლინდება აბონენტი, ვინც ერთჯერადად მეგაბაიტების მაქსიმალური რაოდენობა დააგროვა და მოგებული მეგაბაიტები უორმაგდება. აბონენტი რომელიც ერთი თვის პერიოდში – 16 ნოემბრიდან 16 დეკემბრის ჩათვლით, ერთჯერადად, მაქსიმალური რაოდენობის მეგაბაიტებს დააგროვებს, საჩუქრად გადაეცემა სმარტ საათი Samsung SM-830 40mm Galaxy Watch. დეკემბრის ბოლო დღეს კი ვლინდება აბონენტი, რომელმაც ჯამურად, 15 ოქტომბრიდან – 30 დეკემბრის პერიოდში, ერთჯერადად, მაქსიმალური ქულა დააგროვა და მას საჩუქრად გადაეცემა სმარტფონი Samsung Galaxy Note 20 Ultra.

 

[პარტნიორის კონტენტი]

CaspiGeo, მომხმარებელს, კორპორატიულ ბრენდირებულ პროდუქციას და ინდუსტრიული სამზარეულოს დანადგარებს სთავაზობს

ვილსონ ბენტლის “თოვლის კრისტალები” – ფიფქების შთამბეჭდავი მშვენიერება