in

“ბილაინის” წარმომადგენლები ბარსელონას მსოფლიო მობილურ კონგრესზე

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი მობილური ოპერატორი “ბილაინის” წარმომადგენლები ბარსელონაში მსოფლიო მობილურ კონგრესს (Mobile World Congress, MWC) დაესწრნენ. კონგრესი ყოველწლიურად იმართება და ტელეკომუნიკაციებისა და ტექნოლოგიების სფეროების  სიახლეებსა და გლობალურ ტრენდებს ერთ სივრცეში წარადგენს. ბილაინის ციფრული და ინოვაციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამუნა ჯიქია აღნიშნავს, რომ  2019 წლის კონგრესმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. „ვიონი საქართველოს“ წარმომადგენლები არაერთი წელია ესწრებიან კონგრესს და თვალს ადევნებენ სიახლეებს, თუმცა წლევანდელმა გამოფენამ დამთვალიერებლები, მართლაც, მომავალში ამოგზაურა.

MWC Barcelona 2019  რამდენიმე ძირითად საკითხს მიეძღვნა: 5G და ახალი მოწყობილობები მისი მხარდაჭერით (devices: stand or fold), artificial intelligence,  Immersive Content, Digital Wellness and Health. თამუნა ჯიქიას თქმით, კონგრესზე წარმოდგენილმა უახლესმა ინოვაციურმა პროდუქტებმა აუდიტორიაზე დაუვიწყარი შთაბეჭდილება მოახდინა. წარმოდგენილი იყო თითქმის ყველა ტექნოლოგიური და სატელეკომუნიკაციო კომპანია, რომლებიც წარდგნენ ისეთი პროდუქტებით, როგორებიცაა: დასაკეცი სმარტფონები, ახალი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ავტომობილები, აქამდე წარმოუდგენელი შესაძლებლობების მქონე რობოტები, მრავალნაირი ინოვაციური მანქანა-დანადგარი და სხვა.

როგორც “ბილაინის” წარმომადგენლები ამბობენ, კონგრესი გაცდა სატელეკომუნიკაციო სფეროს. 5G ინტერნეტის გამოყენება მსოფლიოს ისეთმა ბრენდებმაც გადაწყვიტეს, რომლებსაც აქამდე კავშირი არ ჰქონდათ ტელეკომ ბიზნესთან. 5G ინტერნეტი არ იქნება “მორიგი G” მობილური ტექნოლოგიის ევოლუციის გზაზე. ეს არის მეოთხე სამრეწველო რევოლუციის ფუნდამენტური პლატფორმა, რომელიც გახდება საზოგადოებებისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განუყოფელი ნაწილი, მათ შორის, გზების, ენერგეტიკის, ტრანსპორტის და სხვა. 5G მონაცემების უსწრაფესად გადაცემის და ცხოვრების გამარტივების საშუალებას იძლევა, სწორედ ამიტომ, მისი გამოყენება უამრავი მიმართულებით იგეგმება. ეს საშუალებას მისცემს სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს განავითარონ საერთო პლატფორმები, უნიკალური მომსახურებების დასანერგად.

“ტექნოლოგიური განვითარება და ინოვაციური პროდუქტების მომხმარებლისთვის შეთავაზება ბილაინის ძირითადი სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. MWC-ზე წარმოდგენილი უახლესი პროდუქტები შესაძლებლობას იძლევა დაინახო მომხმარებლის მოთხოვნილება გრძელვადიან პერსპექტივაში და მოემზადო საპასუხოდ” – აცხადებენ კომპანიაში.

თამუნა ჯიქია MWC-ზე წარმოდგენილ პოტენციურ პარტნიორებს შეხვდა. ამ ეტაპზე, “ბილაინი” რამდენიმე მსხვილ კომპანიასთან აწარმოებს მოლაპარაკებას, მათი სერვისების “ბილაინის” პროდუქტებში ინტეგრაციის მიზნით. შედეგად, მოხდება ოპერაციების წარმოების გაუმჯობესება, რაც შესაძლებლობას მისცემს ბილაინს უკეთესი სერვისი შესთავაზოს მის აბონენტებს.

[R]

Adidas-მა “სამეფო კარის თამაშების” მოტივებზე კოლექცია შექმნა

Facebook-მა რეკლამის ეფექტურობის საზომები განაახლა