in

“ექპერიმენტები საჭიროა, რომ ყოველთვის ახლოს იყო მომხმარებელთან” – ბილაინი “ტიკტოკზეა”

“ბილაინმა” გადაწყვიტა, რომ კომუნიკაცია TikTok-ზეც ასწორებს და თავის საკომუნიკაციო არხებს ეს მხიარული და დინამიკური სოციალური ქსელი დაუმატა. ბოლო თვეებში, განსაკუთრებით სწრაფად იზრდება ინტერესი “ტიკტოკის” მიმართ და თანდათან ბიზნეს სექტორისთვისაც საინტერესო საკომუნიკაციო პლატფორმადაც იქცა. ბრენდმა TikTok-ის საკომუნიკაციო სტრატეგიაზე სააგენტო Redberry-სთან ერთად მუშაობს და “ბილაინის” TikTok გვერდზე პირველი ექსპერიმენტული კონტენტიც გამოჩნდა. რითაა მიმზიდველი TikTok ბიზნესისთვის, კონკრეტულად კი, “ბილაინისთვის”? როგორია კამპანიაზე მუშაობის სპეციფიკა? ამ კითხვებით “ბილაინსა” და “რედბერის” მივმართეთ.

M: რატომ დაინტერესდით “ტიკტოკის” საკომუნიკაციო არხად გამოყენებით?

ნინი რეხვიაშვილი – “ბილაინის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი. ინოვაცია, იქნება ეს პროდუქტების განვითარებაში, თუ კომუნიკაციაში, “ბილაინის” სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია. ამდენად, ჩვენ ყოველთვის ვადევნებთ თვალყურს სიახლეებს და ვცილობთ მათ ავანგარდში მოვექცეთ. “ტიკტოკი”, რომლის მომხარებელის რაოდენობა ძალიან სწრაფად იზრდება  სხვა სოციალური ქსელებისგან პრინციპულად განსხვავებული პლატფორმაა, რომელიც განსაკუთრებით კარგად პასუხობს ახალგაზრდა თაობის მოთხოვნილებებს თვითგამოხატვისთვის. “ბილაინისთვის” კი, ახალგაზრდა მომხმარებელი, მთავარი სამიზნე სეგმენტია. “ტიკტოკის” საკომუნიკაციო არხად გამოყენება ერთის მხრივ დიდი გამოწვევაა, რადგან ბიზნესის პროფაილების პრაქტიკა და გამოცდილება ჯერ მცირეა. გადავწყვიტეთ, ერთგვარი ექსპერიმენტი ჩაგვეტარებინა და “ტიკტოკის” აუდიტორიასთან ამ პლატფორმისთვის შესაბამის ენაზე გვესაუბრა. “ბილაინის” გუნდში ვფიქრობთ რომ ექპერიმენტები საჭიროა, რომ ყოველთვის ახლოს იყო მომხმარებელთან და მის საჭიროებებთან.

M: ამ დროისთვის, როგორ შეაფასებთ “ბილაინის” TikTok-ზე აქტიურობას?

ჯერ “ტიკტოკ” სამყაროში ახალბედები ვართ და მალე უფრო კარგად გამოჩნდება რა შედეგს იძლევა ჩვენი კონტენტი. ამ ეტაპზე არსებული გამოხმაურებებით, კი შეგვიძლია ვთქვათ, რომ მომხმარებელმა დადებითად მიიღო ჩვენი გამოჩენა. დროთა განმავლობაში დავაკვირდებით რა სახის კონტენტია ყველაზე საინტერესო და შესაბამისი მიმართულებით წავალთ. 

M: რა მიზანს ემსახურება ამ არხის გამოყენება და რით იქნება განსხვავებული/გამორჩეული სხვა არხებზე, მაგალითად, ფეისბუკზე აქტიურობისგან?

“ტიკტოკი”, როგორც ციფრული პლატფორმა, ჩვენთვის ახალი  შესაძლებლობებია – კომუნიკაციის ტრენდული ფორმით, განსხვავებულ ვირტუალურ სივრცეში აუდიტორიას შევთავაზოთ პლატფორმაზე მორგებული კონტენტი. “ტიკტოკი” თავისი ხასიათით და საკომუნიკაციო ენით ძალიან განსხვავდება სხვა არხებისგან და მიგანიშნებს, რომ Facebook-ის, Instagram-ის ან სხვა სოციალური ქსელების „Tone of voice” აქ არ გამოგადგება, შესაბამისად, ჩვენც სპეციალურად მისთის ვქმნით კონტენტს, რომელიც სახალისო, საინტერესო და აუცილებლად “ტიკტოკური” უნდა იყოს.

M: შეაფასეთ, როგორც ბრენდს, რა გამოცდილება შეგძინათ “ტიკტოკზე” გააქტიურებამ? რამდენად საინტერესოა ეს პლატფორმა ბიზნესისთვის?

“ტიკტოკზე” მუშაობა ძალიან საინტერესო გამოცდილებაა და საკმაოდ დიდ ძალისხმევასა და ფიქრს საჭიროებს. ჩვენნაირი ბრენდისგან მომხმარებელს ყოველთვის სჭირდება სიახლე და თუ მათთვისაც საინტერესო იქნება, ე.ი. სწორი გზით მივდივართ. ვფიქრობ, ჩვენთვისაც დამატებითი ღირებულებას შეიძენს ეს პლატფორმა და დაგვეხმარება უფრო კარგად მივხვდეთ რა უნდა და რა მოსწონს მომხმარებელს. “ტიკტოკზე” მომხმარებლის ხმა სულ სხვანაირად ისმის. 

M: რა იყო ბრიფი “ბილაინისგან” და როგორ მიხვედით გადაწყვეტამდე?

ირინა ბერიაშვილი, “რედბერის” უფროსი ქონთენთ მენეჯერი: ბრიფი თავიდან ბოლომდე გამომდინარეობდა ბიზნეს ამოცანიდან – შეგვექმნა ახალი პოზიტიური შეხების წერტილი ბრენდთან. მით უფრო მნიშვნელოვანი იყო ეს ამოცანა იმის გათვალისწინებით, რომ “ტიკტოკის” აუდიტორია მობილური ინტერნეტის მომხმარებლების მაღალი კონცენტრაციით გამოირჩევა.

M: რითაა საინტერესო ბრენდისთვის “ტიკტოკის” გამოყენება?

“ტიკტოკი” დღეს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი პლატფორმაა, რომელსაც ასე ვთქვათ, სხვა ყველა სოციალური ქსელისგან განსხვავებული ენა აქვს. ბრენდებისთვის სწორედ ისაა საინტერესო, რომ “ტიკტოკზე” წარმატების მისაღწევად, მათ უნდა აკეთონ არა რეკლამა, არამედ უბრალოდ სახალისო და საინტერესო კონტენტი, მოკლედ რომ ვთქვათ, მომხმარებელს “ტიკტოკისვე” ენაზე ესაუბრონ.

M: რა კონცეფციისაა “ტიკტოკზე” დაგეგმილი აქტივობები?

“ბილაინი” – ტელეკომუნიკაციის სფეროა, ამიტომ “ტიკტოკების” კეთების მთავარი გამოწვევა ხელშესახები პროდუქტის არარსებობაა. ამ “პრობლემამ” საკმაოდ საინტერესო გადაწყვეტამდე მიგვიყვანა, რომ “ბილაინის” აქციების, შეთავაზებების და პაკეტების განთავსება “ტიკტოკებში”, ერთი მხრივ, ხელოვნური, მეორეს მხრივ კი სწორედ ამიტომ, სახალისო გზით მოგვეხდინა. ამის გარდა, აქტიურად ვიყენებთ “ასწორებს” პლატფორმას და ახლა უკვე “ტიკტოკზე” ვასწორებთ.

M: როგორ შეაფასებთ “ბილაინთან” ამ მიმართულებით თანამშრომლობას?

“ბილაინის” პროდუქტისა და “ტიკტოკის” თავისებურებებიდან გამომდინარე, ჩვენი თანამშრომლობა, ერთდროულად გამოწვევებით სავსე და ძალიან სახალისო აღმოჩნდა. ორივე მხარისთვის საინტერესო იყო ისეთი გამოსავლის ძიება, რომელიც სრულიად განსხვავებულ ფროდაქშენსა და კრეატიულ გადაწყვეტას საჭიროებს.

 

[R]

Porsche-ს „სულის ხმა“, როგორც ინსტალაცია – აუდიტორიისთვის გასაგები ფორმითა და შინაარსით

რატომ უნდა შეწყვიტოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება?