in

„ბილაინის“ მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ტერმინალები დამონტაჟდა

აბონენტებს, ამიერიდან, „ბილაინის“ მომსახურების მიღება დამოუკიდებლად, მოლარე-ოპერატორის გარეშე შეუძლიათ 

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრმა, „ბილაინმა“ მაღაზიებში თვითმომსახურების თანამედროვე ციფრული ტერმინალები დაამონტაჟა, რომლებიც მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს, მარტივად და სწრაფად, მოლარე-ოპერატორის ჩართულობის გარეშე: გაიაქტიუროს „ბილაინის“ ნებისმიერი პროდუქტი, შეავსოს ბალანსი, მიიღოს სრული ინფორმაცია სხვადასხვა პაკეტისა და ტარიფის შესახებ, მოძებნოს და შეარჩიოს სასურველი ნომერი, მოახდინოს უნაღდო ანგარიშსწორება, ან მიიღოს რიგის ნომერი მოლარე-ოპერატორთან გადამისამართებისთვის. „ბილაინის“ ციფრული ტერმინალები ადგილობრივი ტელეკომუნიკაციის ბაზრისთვის სიახლეა და ანალოგი არ აქვს.

„თვითმომსახურების ახალი ტერმინალები ბოლო ტექნოლოგიის მიხედვითაა აწყობილი, გამოირჩევა თანამედროვე დიდი ეკრანით და დახვეწილი მენიუთი, რაც „ბილაინის“ მომსახურების მიღებას მნიშვნელოვნად ამარტივებს და კიდევ უფრო მოსახერხებელს ხდის.  ტერმინალი აწვდის მომხმარებელს ინფორმაციას პროდუქტების შესახებ, მათ შორის სპეციალური შეთავაზებებისა და მიმდინარე აქციების თაობაზე. ტერმინალით მომხმარებელს შეუძლია როგორც უნაღდო – ერთი და რამდენიმე პროდუქტის არჩევისას, ისე ნაღდი ანგარიშსწორება. ამ შემთხვევაში აბონენტის მიერ არჩეული პროდუქტი უფიქსირდება მაღაზიაში მყოფ მოლარე-ოპერატორს და შეძენის პროცესის დასრულება მასთან ხდება. აღსანიშნავია ნომრის შეძენის მომსახურებაც – მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, გაფილტროს ნომრები კატეგორიითა და ინდექსით, ან ძიების ველში პირდაპირ ჩაწეროს სასურველი ნომერი“.

სადღეისოდ, ტერმინალები განთავსებულია „ბილაინის“ მაღაზიებში თბილისში – რუსთაველის გამზირზე და გლდანში. თბილისის სხვა უბნებში, ასევე ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდსა და რუსთავში ტერმინალები ეტაპობრივად დამონტაჟდება.

„ციფრული პროდუქტებისა და ეკოსისტემის მუდმივი განვითარება „ბილაინის“ სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია. კომპანიის მიზანია, შექმნას და გააუმჯობესოს აბონენტების საჭიროებებზე მორგებული ციფრული პროდუქტები, მისცეს მომხმარებელს ახალი გამოცდილება და გაუმარტივოს ყოველდღიურობა“.

 

[პარტნიორის კონტენტი]

Social Impact Award 2021 იწყება

ნახეთ: დრონების რეკორდული რაოდენობით შექმნილი სინათლის შოუ!