საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“15 სექტემბრიდან, დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შესაძლებლობას აძლევს, სპეციალურად დისტანციური სწავლებისთვის შექმნილი ინტერნეტ პაკეტით ისარგებლონ. მისი ღირებულება 10 ლარს შეადგენს და 20GB მობილურ ინტერნეტს მოიცავს. მოქმედების ვადა კი 30 დღეა. კომპანია ამ პროექტს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ახორციელებს და ხელმისაწვდომია როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლის მოსწავლე – მასწავლებლებისთვის.
ინტერნეტ პაკეტით სარგებლობისთვის, მასწავლებლებმა/მოსწავლეთა მშობლებმა (ან ოჯახის წევრებმა), სსიპ „განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის“ (EMIS) პლატფორმაზე, უნდა მიუთითონ მოსწავლის/მასწავლებლის პირადი ნომერი. შემდეგ, ერთჯერადად, დაარეგისტრირონ ტელეფონის ის ნომრები, რომლებზეც ინტერნეტ პაკეტის გააქტიურება სურთ. თუ მომხმარებელი უკვე სარგებლობს ამ მომსახურებით, სხვა ნომერზე ჩართვა შესაძლებელი იქნება გააქტიურებული სერვისით სარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ.
დისტანციური სწავლების ინტერნეტ პაკეტი ხელმისაწვდომი იქნება 2021-2022 სასწავლო წლის ბოლომდე.
„ბილაინის“ შესახებ
ბრენდი „ბილაინი“ (მობილური ოპერატორი შპს „ვიონი საქართველო“) შედის კავშირგაბმულობისა და ინტერნეტით მომსახურების პროვაიდერ წამყვან საერთაშორისო ჯგუფში „ვიონი“ (VEON), რომლის სათავო ოფისი ამსტერდამში მდებარეობს. VEON-ის აქციები განთავსებულია NASDAQ-ისა (აშშ) და Euronext Amsterdam-ის ბირჟებზე. VEON-ი მის 212 მილიონ მომხმარებელს, 9 სხვადასხვა ქვეყანაში, აწვდის ძირითად საკომუნიკაციო და ციფრულ მომსახურებას. „ბილაინი“ ქართულ ბაზარზე ფუნქციონირებს 2007 წლიდან და სადღეისოდ მის 1.3 მილიონამდე მომხმარებელს უზრუნველყოფს 2G GSM 900/1800MHz, 3G 2100 MHz და 4G 800/1800 MHz მომსახურებით. „ბილაინის“ შესახებ მეტი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ Beeline-ის ვებგვერდს. „ვიონი ჯგუფზე“ კი დამატებითი ცნობები იხილეთ კომპანიის ვებგვერდზე.
[R]