in

„ბილაინი“ სტარტაპების აქტიურ მხარდაჭერას იწყებს

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბრენდი „ბილაინი“ აქტიურ თანამშრომლობას იწყებს სტარტაპებთან. მთავარი მიზანი, როგორც თავად ამბობენ, ინოვაციური პროდუქტების განვითარება და საინტერესო პლატფორმების შექმნაა.

bog
bog-mob

„სულ რაღაც, ათიოდე წლის წინ, ტერმინის „სტარტაპი“ მნიშვნელობა ცოტა ადამიანმა თუ იცოდა. დროთა განმავლობაში, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, არა მხოლოდ მისი ვერბალური, არამედ ეკონომიკური მნიშვნელობაც. საქართველოს ბაზარზე გაჩნდა არაერთი ინოვაციური პროდუქტი, რომელსაც განვითარების საშუალება აქვს არა მხოლოდ ადგილობრივ, არამედ უცხოურ ბაზრებზე. საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, ბრენდი „ბილაინი“ აქტიურად იწყებს თანამშრომლობას სტარტაპებთან, სხვადასხვა სახით, მათ შორის ე.წ. White Labeling -ის მიმართულებით და ამგვარი პარტნიორობის შედეგად მიღებულ პირველ პროდუქტს აცნობს საზოგადოებას“.

„ბილაინის“ ციფრული და ინოვაციური დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამუნა ჯიქია აღნიშნავს ამბობს, რომ სტარტაპ გარემოს განვითარება ხელს უწყობს ინოვაციური და საინტერესო პროდუქტების თუ პლატფორმების შექმნას.

თამუნა ჯიქია

„ჩვენი კომპანია აქტიურად იწყებს თანამშრომლობას როგორც ქართულ, ისე უცხოურ სტარტაპებთან ინოვაციური იდეების განვითარების მიზნით, რომ მომხმარებლებმა მიიღონ მათ საჭიროებებზე საუკეთესოდ მორგებული პროდუქტები. პრეცედენტი უკვე არსებობს ბილაინისა და Tripplanner-ის პარტნიორობის სახით. მხარეთა ერთობლივი ძალებით შეიქმნა beetrip.ge, რომელიც Tripplanner-ის მეშვეობით მომხმარებლებს ტურის დაგეგმვის მარტივ და კომფორტულ ციფრულ პლატფორმას სთავაზობს. ეს არის ახალი გვერდი საქართველოში მოგზაურობის მსურველთათვის. პლატფორმა ტურისტს ეხმარება მაქსიმალურად დამოუკიდებლად მიიღოს მისთვის საინტერესო ფართო მოცულობის ინფორმაცია ქართული ტურების, ღირსშესანიშნაობების და სეზონური შეთავაზებების შესახებ. სისტემა მარტივად ახდენს კალკულაციას და მომხმარებელს საშუალებას აძლევს, მის ინტერესებზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტი შეიძინოს“, – აღნიშნავს თამუნა ჯიქია.

როგორც „ბილაინში“ ამბობენ, საქართველოს დიდი პერსპექტივა აქვს, განავითაროს სტარტაპ გარემო და გასცდეს ქვეყნის საზღვრებს. რაც, მათი თქმით, ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. ამ პროცესში მსხვილი ბიზნესის ჩართულობა კი ძალიან მნიშვნელოვანია და ერთგვარ, სოციალურ პასუხისმგელობასაც წარმოადგენს.

[R]

„მხოლოდ ბირთვულ ენერგიას შეუძლია დედამიწის გადარჩენა“ – ნობელის პრემიის ლაურეატის გამოგონება

ისევ გეწვევა სიყვარული… – PornHub