ბილაინისა და მუსიკალური აპლიკაცია Stingray Music-ის ერთობლივი გათამაშება დაიწყო. 25 დეკემბრის ჩათვლით, აბონენტებს კონკრუსში ჩართვა და iPhone 14-ის მოგება შეუძლიათ.
კონკურსში მონაწილებისთვის საჭიროა, რომ მომხმარებლებმა:
- გაიაქტიურონ ბილაინის ნებისმიერი პაკეტი, რომელიც Stingray Music-ს მოიცავს.
- გადმოწერონ Stingray Music-ის აპლიკაცია და გაიარონ მარტივი ავტორიზაცია.
- აპლიკაციაში აირჩიონ მათი ფავორიტი მუსიკალური არხი და საჯაროდ გააზიარონ ფეისბუკის პირად გვერდზე ჰეშთეგით #BeelineMusic.
- გათამაშების გამარჯვებული გახდება ის ადამიანი, ვინც 25 დეკემბრის ჩათვლით გაზიარებულ პოსტზე ჯამურად ყველაზე მეტ რეაქციას დააგროვებს.
კონკურსში მონაწილეობა და პრიზის მოგება შეუძლია ბილაინის ნებისმიერ 18+ ასაკისაბონენტს, ხოლო თუ აბონენტი არასრულწლოვანია, მას დაჭირდება მშობლის/კანონიერი მეურვის თანხმობა. პრიზის მისაღებად, გამარჯვებულმა უნდა წარმოადგინოს SIM ბარათი და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ბილაინისა და Stingray Music-ის თანამშრომლობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო. Stingray Music მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს, თვეში $3.99-ის გადახდის ნაცვლად, უფასოდ შეუძლიათ ისარგებლონ Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სტანდარტული პაკეტისგან მაღალი ხარისხის გარჩევადობით გამოირჩევა და რეკლამისგანაც თავისუფალია. ბილაინის აბონენტებს შესაძლებლობა აქვთ ისარგებლონ მრავალფეროვანი შეთავაზებებით, რომლებიც მოიცავს მობილურ ინტერნეტსა და Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტს.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია iOS და Android საოპერაციო სისტემებზე და სარგებლობისთვის არ არის საჭირო რეგისტრაცია – აპლიკაცია არჩევს, როდესაც გადმოწერა ხდება „ბილაინის“ SIM ბარათის მქონე ტელეფონით და ავტომატურად პრემიუმ-პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს აბონენტს.
კანადაში დაფუძნებული კომპანია, Stingray Group Inc. მსოფლიოში წამყვანი მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების კომპანიაა. Stingray-ს ყავს 400 მლნ გამომწერი, მსოფლიოს 156 ქვეყანაში.
[R]