in

„ბილაინის“ მომხმარებლებს Stingray Music-ზე ექსკლუზიური წვდომა მიეცათ

„კომპანია „ბილაინის“ მომხმარებლებს მიეცათ ექსკლუზიური წვდომა მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ აპლიკაციაზე Stingray Music. ისინი აპლიკაციის პრემიუმ პაკეტით უფასოდ ისარგებლებენ.

საერთაშორისო ჯგუფ „ვიონის“ წევრი, „ბილაინი“ მის მომხმარებლებს წვდომას აძლევს მსოფლიოში წამყვან კიდევ ერთ პლატფორმაზე – მუსიკალურ აპლიკაციაზე Stingray Music.  Stingray Music მომხმარებელს სთავაზობს სპეციალურად მისთვის შექმნილ სიმღერების კრებულს, მომხმარებლის მიერვე მოძებნილი შემსრულებლების მიხედვით. ამასთან, მხოლოდ „ბილაინის“ აბონენტებს, თვეში $3.99 გადახდის ნაცვლად, შეუძლიათ უფასოდ ისარგებლონ  Stingray Music-ის პრემიუმ პაკეტით, რომელიც სტანდარტული პაკეტისგან გამოირჩევა მაღალი ხარისხის გარჩევადობით და თავისუფალია რეკლამისგან.

აპლიკაცია ხელმისაწვდომია როგორც iOS ისე Android საოპერაციო სისტემაზე და სარგებლობისთვის არ არის საჭირო რეგისტრაცია – აპლიკაცია არჩევს, როდესაც გადმოწერა ხდება „ბილაინის“ სიმ ბარათის მქონე ტელეფონით და პირდაპირ პრემიუმ პაკეტით სარგებლობის შესაძლებლობას აძლევს აბონენტს.

კანადაში დაფუძნებული კომპანია, Stingray Group Inc. მსოფლიოში წამყვანი მუსიკის, მედიისა და ტექნოლოგიების კომპანიაა. Stingray-ს ყავს 400 მლნ გამომწერი, მსოფლიოს 156 ქვეყანაში. Stingray-ს მუსიკალური აპლიკაციის მეშვეობით, ათასობით სიმღერას შეგიძლიათ ნებისმიერ დროს და ადგილას მოუსმინოთ.

ამ პროდუქტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ პლატფორმის ვებგვერდზე.

 

[R]

როგორ დავრჩეთ მოტივირებულები იმისთვის, რომ დასახულ მიზნებს მივაღწიოთ

COVID-19-ის მქონე პაციენტებისთვის, „ევექსი კლინიკები“ სპეციალურ პოლიკლინიკას ხსნის