in ,

თაფლის გენიალური შეფუთვა და პირამიდის ფორმის ფიჭა

სერბმა დიზაინერმა თამარა მიხაილოვიჩმა თაფლის ბრენდი BEEloved შექმნა.

ორიგინალური შეფუთვა და სახელწოდება თავდაპირველად მხოლოდ განსაკუთრებული სასაჩუქრე პროდუქტის იდეით შეიქმნა. ბრენდი მთლიანად ორიენტირებულია იმაზე, რომ  თაფლი მომხმარებელს განსაკუთრებული ფორმით მიაწოდოს. თვითონ ბრენდის სახელი BEEloved მარტივი სიტყვების წყობისგან შედგება Be(e)loved ( be loved).

თაფლი სიყვარულთან და განსაკუთრებულ დამოკიდებულებასთან ასოცირდება, რატომ არ უნდა იყოს მისი შეფუთვაც განსაკუთრებული?! მაგალითად, ისეთი განსაკუთრებული, როგორიც ალმასია და პირამიდაა.  პროდუქტის დიზაინს, როგორც პროდუქტს მიზანი უნდა ჰქონდეს, ის პროდუქტის გარეშეც უნდა არსებობდეს. თამარა მიხაილოვიჩმა  ეს ყველაფერი  კარგად გაითვალისწინა და შედეგმაც დიდი ყურადღება დაიმსახურა.

დაათვალიერეთ  როგორ იქმნებოდა ახალი ბრენდი და მისი კონცეფცია…

ოფიციალური ესკიზი

ლოგოს ესკიზები

ლოგოს შექმნის იდეა

შრიფტის შემუშავების პროცესი

ეტიკეტი

პროდუქტი

ბავშვობის სიყვარული

“ნუ შეჭამ ძაღლის ხორცს!” სოციალური რეკლამა