2017 წლის 23 ივნისიდან საქართველოში ამოქმედდა, მსუბუქ ავტომობილებზე დამგზავრების მოძიების სერვისი Beepcar-ი, რისი დახმარებითაც შეიძლება გადაადგილდეთ ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, ერთი დასახლებული პუნქტიდან მეორეში, ასევე საქართველოში შემოხვიდეთ მეზობელი ქვეყნებიდან ან საქართველოდან გაემგზავროთ მეზობელ ქვეყნებში. სერვისის შემქმნელები ფიქრობენ, რომ ეს სერვისი მნიშვნელოვნად გაზრდის ტურისტების მოდინებას ქვეყანაში, რადგანაც იგი უფრო ძვირად ღირებული ტრანსპორტის ალტერნატივა იქნება.
მგზავრებისთვის Beepcar-ი მატარებლის, საქალაქთაშორისო ავტობუსისა და თვითმფრინავის მსუბუქი ავტომობილით ჩანაცვლების ხელსაყრელი და იაფი საშუალებაა, ხოლო ავტომობილის მძღოლისათვის საწვავის ეკონომია, შესაძლო მოგება და კომპანიონის დამგზავრებაა, მოწყენილობის მოსახსნელად. აღნიშნული სერვისი უფასოა როგორც მძღოლის ისე თანამგზავრისათვის. დამგზავრების საფასური განისაზღვრება მძღოლსა და თანამგზავრს შორის მიღწეული შეთანხმებით და ეს თანხა შედარებით იაფია ვიდრე საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და კერძო ტაქსის გადასახადი. მაგ. თბილისიდან ბათუმამდე მგზავრობა მატარებლით ან ავტობუსით ღირს 25 ლარი, ტაქსით 250 ლარი, Bეეპჩარ-ის სერვისით სარგებლობის შემთხვევაში კი დაახლოებით 18 ლარი.
“აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთელ ტურისტთა შორის სულ უფრო იზრდება ისეთი მარშრუტებისადმი ინტერესი როგორიცაა: თბილისი, ქუთაისი, ბათუმი და სხვა მრავალი. საქართველოს სტატისტიკის სამმართველოსა და შსს-ს მონაცემებით, მხოლოდ 2017 წლის იანვარ-აპრილში, საქართველოში დასასვენებლად და სამოგზაუროდ შემოსულ ტურისტთა რაოდენობა 24%-ით გაიზარდა. სერვისი Beepcar-ი დინამიურად ვითარდება მრავალ ქვეყანაში და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ სერვისის ამოქმედება საქართველოში, კიდევ უფრო გაზრდის ტურისტული ნაკადების მოზიდვას, სწორედ ამაში ვხედავთ ჩვენი კომპანიის მნიშვნელოვან მისიას: კერძოდ იმ ტურისტებს რომლებიც გეგმავენ საქართველოში დასასვენებლად ან სამოგზაუროდ ჩამოსვლას, უჩდებათ დამატებითი მოტივაცია კომფორტულად და იაფად მივიდნენ დანიშნულების ადგილამდე და ამასთან ერთად, სურვილის შემთხვევაში გადაადგილდნენ საქართველოს ნებისმიერ წერტილში მცირე დანახარჯებით”, – განაცხადა Beepcar-ის გენერალურმა დირექტორმა ანა არტამონოვამ.
Beepcar-ი არის მობილური სერვისი როცა მძღოლი თავაზობს თავისუფალ ადგილებს საკუთარ ავტომობილში, ხოლო მგზავრები ეძებენ მათთვის სასურველი მიმართულებით მიმავალ ავტომობილს თავისუფალი ადგილებით. მგზავრობისას, მძღოლი და თანამგზავრი ავტომანქანის საწვავის საფასურს იყოფენ ერთმანეთში, ასეთი მგზავრობა კი მნიშვნელოვნად ამცირებს როგორც მძღოლის, ისე თანამგზავრების დანიშნულების ადგილამდე მისასვლელ ხარჯებს. სერვისი Bეეპჩარ-ი ამოქმედდა 2017 წლის თებერვალში, უკვე 2017 წლის მაისის შიგა სტატისტიკის მიხედვით კი სერვისის ინტერნეტ პორტალზე შემსვლელთა ყოველთვიურმა რაოდენობამ 5 მილიონს გადააჭარბა.
აპლიკაცია ხელმისაწვდომია IOS-ზე და ანდროიდ-ზე, ასევე მოქმედებს ვებ ვერსიაც.
გარდა საქართველოსა Beepcar-ი მოქმედებს კიდევ 19 ქვეყანაში, როგორებიცაა: ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ფინეთი, პოლონეთი, ბულგარეთი, უნგრეთი, მოლდავეთი, სლოვაკეთი, რუმინეთი, ჩეხეთი, აზერბაიჯანი, რუსეთი, უკრაინა, ბელორუსი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ყირგიზეთი.
პარტნიორის სიახლე