“Carlsberg”-მა სპეციალურად მამაკაცებისთვის კოსმეტიკა შექმნა, რომელიც ერთჯერადად და შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.
იმის გარდა, რომ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლუდის ბრენდი რადიკალურად განსხვავებული პროდუქტის წარმოებას იწყებს, დამატებით, ყურადღების მისაქცევად კოსმეტიკის დასამზადებლად ლუდის ინგრედიენტები გამოიყენეს.
“Carlsberg”-ის შამპუნი, კონდიციონერი და ტანის დამატენიანებელი დანიური ლაბორატორიის “Urtegaarden”-ის მეთვალყურეობის ქვეშ დამზადდა.
“კაცს, რომელსაც უყვარს ლუდი მან პირველმა უნდა აღმოაჩინოს Carlsberg-ის კოსმეტიკა.” – Carlsberg