ძნელია დამალოთ, როცა რაღაც მოგწონთ – ამაზე თქვენი გამომეტყველება ბევრს საუბრობს. თუკი სახეზე კმაყოფილება შეგეტყოთ, ე.ი. დაუღალავმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ლუდი „ნატახტრის“ ახალი გემოს ეფექტი სახეზეა – მათზე ჩვენი მიმიკები და ჟესტები საუბრობენ.
არომატული სვიითა და განსაკუთრებული ალაოთი მიღებული ახალი გემო ლუდს სირბილესა და ხავერდოვნებას ანიჭებს, წარმოების ახალი ტექნოლოგია – გახანგრძლივებული ფერმენტაცია კი დაბალანსებულ გემოს ქმნის და ლუდის დალევას უფრო სასიამოვნოს ხდის.
საინტერესოა, რომ ბოლო წლებში, „ნატახტარმა“ სამი სხვადასხვა ქვებრენდი წარადგინა – სრულიად განსხვავებული რეცეპტურითა და არომატებით. ბრენდი სიახლეების მუდმივ ძიებაშია, რაც ზოგჯერ „ვეფხისტყაოსნის“ ილუსტრაციებით გაფორმებული თუნუქის ქილების თუ განსხვავებული გემოს სახით გვხვდება, რითაც არაერთხელ დაიმსახურა მოწონება საერთაშორისო ასპარეზზე.
სწორედ, ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ინოვაციებისა და ექსპერიმენტების ლოგიკური გაგრძელებაა ლუდი „ნატახტრის” წარმოების ახალი ტექნოლოგიის – გახანგრძლივებული ფერმენტაციის დანერგვა, რომლის გამოყენებითაც მიღებულია „ნატახტრის” ახალი, ხავერდოვანი გემო განსაკუთრებული ალაოსა და არომატული სვიის საუკეთესო კომბინაციით. ხანგრძლივი კვლევის, ექსპერიმენტებისა და ინგრედიენტების შერჩევის შედეგად, „ნატახტარმა“ გემოს განსხვავებული ფორმირება შეძლო და ბაზარს წარუდგინა. კომპანიაში იმედოვნებენ, რომ გაწეული ძალისხმევის შედეგი ლუდის მოყვარულებს გულგრილს არ დატოვებს.
„მსოფლიო სწრაფად იცვლება. ეს კარგად დავინახეთ ბოლო ერთი წლის განმავლობაში: შეიცვალა ჩვენი ცხოვრებისა და მუშაობის სტილი, ჩვენი აღქმა და გემოვნებაც იცვლება. ბრენდებმა უნდა აუბან ფეხი ამ ცვლილებებს და თუკი მნიშვნელოვანი ცვლილებების საჭიროება დგება, არ უნდა გავჩერდეთ და უნდა განვვითარდეთ. სწორედ ასე მივუდექით ბრენდ „ნატახტარს“ – ამბობს „ნატახტრის” მარკეტინგის მენეჯერი, ანა ქარჩავა.
ამ მნიშვნელოვანი ცვლილების გასაჟღერებლად „ნატახტარმა“ საკომუნიკაციო კამპანია წამოიწყო, რომელზეც კრეატიულმა სააგენტო „HOLMES&WATSON”-მა იმუშავა.
„ასეთი ბრენდის ასეთი ცვლილებისთვის უბრალო კომუნიკაცია არამასშტაბურად მივიჩნიეთ და „ნატახტრის“ მარკეტინგის გუნდთან ერთად გადავწყვიტეთ რეალური ადამიანების რეალური ემოცია გაგვეგო ახალი გემოს შესახებ. ექსპერიმენტი ძალიან საინტერესო გამოვიდა. ჩვენ მოწვეულ მონაწილეებს პირველად გავასინჯეთ ლუდი „ნატახტრის“ ახალი გემო და მათ ემოციებს პროფესიონალებისა და პოლიგრაფის საშუალებით დავაკვირდით. შეუიარაღებელი თვალითაც გამოჩნდა მათ სახეზე, რომ ახალი გემო მოეწონათ,“ – აღნიშნავს სააგენტო „HOLMES&WATSON”-ის წარმოამდგენელი გიორგი ქუცა რუხაძე
ამ საინტერესო ექსპერიმენტის ვიზუალური მხარე და რეჟისურა გიორგი პოპიაშვილს ეკუთვნის:
„იდეის მოსმენისთანავე ჩემთვის საინტერესო გახდა, თუ როგორ ვაჩვენებდით მაყურებელს იმ შედეგს, რომელსაც გადასაღებ მოედანზე მივიღებდით. ვიფიქრე, აუცილებელი იყო, დეტალურად და აქცენტირებულად გვენახა მონაწილეთა მიმიკები, რადგან თითოეული მათგანი უნიკალურ ემოციას გადმოსცემდა“.
Credits:
Client: Natakhtari
Marketing Manager: Ana Karchava
Brand Manager: Guranda Nemsadze
Marketing Specialist: Ana Ramishvili
Agency: HOLMES&WATSON
Senior Copywriters: Giorgi Quca Rukhadze
Senior Account Manager: Kote Chatidi
Director: Giorgi Popiashvili
DoP: Goga Devdariani
Focus Puller: Irakli Duru Jgenti
Camera Assistant: Koba Phirtskhalava
Gaffer: Mikheil Saganelidze
Grip & Light: JAGA GRIP
Sound: Irakli Ivanishvili, Giorgi Gogoladze
First AD: Tekla Machavariani
Set Design: Zura Kikvadze, Sopo Gulisashvili
Set Decoration:Guja Sharvashidze, Levan Kikilashvili, Sulo Sturua
Costume Design: Keti Nadibaidze
Costume Assistant: Tamri Okhikiani
Casting Manager: Taso Okropiridze
Make-up: Salome Zakaraia, Nana Sulaqvelidze
Line Producer: Tekla Machavariani
Production Manager: Ketevan Lomsadze
[R]