in

ნახეთ: BEERSHINE-ის ლუდის მინიმალისტური შეფუთვა

Beer eau-de-vie-ს შეზღუდული რაოდენობის გამოშვებამ ბაზარზე შესვლა მინიმალისტური დიზაინით გადაწყვიტა. რადგან Genys-ის ლიტვური ბრენდი ითარგმნება, როგორც კოდალა, იგი მთავარი სიმბოლო და ეტიკეტის ფორმაც კი გახდა. საინტერესოა ისიც, რომ თავად პროდუქტის სახელი ორი სიტყვის ლუდისა (BEER) და მთვარის ნათების (MOONSHINE) კომბინაციით მიიღეს. ეტიკეტი ძალიან სუფთად და მარტივად გამოიყურება, იგი მხოლოდ პროდუქტის სახელწოდებას BEERSHINE-სა და ალკოჰოლის შემცველობას მოიცავს. 

დიახ, ლოგოტიპი შეფუთვაზე არც კი განათავსეს, ამის ფუფუნება კი მათ საზოგადოებაში არსებულმა ისედაც მაღალმა ცნობადობამ მისცა. გამოდის, BEERSHINE-ის ეტიკეტის დიზაინი მარტივი, დამაინტრიგებელი, საკულტო და განსხვავებულია. 

ლუდის მინიმალისტური შეფუთვის შექმნაზე კი დიზაინერმა მოტიჯუს გაიჯალასმა Bold Brands-ის სააგენტოსთან ერთად იმუშავა.

Spotify-ს სურს, K-Pop-ის გულშემატკივრებისთვის მთავარ პლატფორმად იქცეს

ინკლუზიური ფოტოგრაფიის როლი მარკეტინგში