13
Dec
2019

რობოტი, რომელიც თქვენი ძაღლის განავალს იპოვის და მოწმენდს

13 Dec 2019

veon
veon


შინაური ცხოველის ყოლა, ხშირად, დისკომფორტს სწორედ იმ ნაწილში უკავშირდება, რომელსაც გასეირნება/მოსაქმებას უწოდებენ. თუმცა, თანამედროვე ტექნოლოგიებს ამ დისკომფორტის მოხსნა შეუძლიათ. მაგალითად, სასეირნოდ შეგიძლიათ ძაღლთან და რობოტთან ერთად ერთდროულად გახვიდეთ, თქვენი ძაღლის მოსაქმებულს კი რობოტი მოწმენდს.

კომპანია Beetl-ის ამ პროდუქტს Pooper Scooper-ს უწოდებენ. მას პატარა კონტეინერი აქვს, რომელშიც რობოტი შეგროვებულ განავალს ფუთავს. მისი სენსორები ისეა მოწყობილი, რომ შეუძლია ორიენტირდეს სხვადასხვა გარემოში ისე, რომ არ დაზიანდეს და რაც მთავარია, იპოვოს მისი მთავარი სამიზნე. რობოტი ხელოვნურ ინტელექტსაც იყენებს, რაც მას შესაძლებლობას აძლევს, ახალი გზები ისწავლოს. აღსანიშნავია, რომ ooper Scooper, ჯერჯერობით, ტესტირების ეტაპზეა და უცნობია, როდის გამოჩნდება ბაზარზე.

 

განხილვა