in

ცნობილი „ხოჭო” ახალი ეფექტით – Off-Road-ერი Beetle

Twisted Automotive გამოუშვებს მოდიფიცირებულ Baja Bug Beetle-ს T-Bug-ის სახელით, რომელიც განკუთვნილია უდაბნოში, ქვიშაზე და სხვა რთულ რელიეფზე გამოსაყენებლად. ერთი შეხედვით, ეს ნამდვილი 60-80-იანი წლების Beetle-ია, თუმცა დიზაინის გუნდმა სპეციალურად შექმნილ მოდელს ბევრი განახლება შესძინა.

BOG
BOG

ავტომობილს დაუმაგრეს ახალი შასი, რათა გაეუმჯობესებინათ მისი გამძლეობა და უფრო თამამად ევლო თანამედროვე გზებზე. ასევე, განახლდა საკიდრის სისტემები, რომლებიც იდეალურია ხანგრძლივი მოგზაურობისა და ნებისმიერი რელიეფისთვის. ძალიან თვალსაჩინო დიდი ზომის საბურავები კი უზრუნველყოფს მოჭიდებას ყველანაირი გზის პირობებში.

კორპუსი ლითონისგანაა აგებული, ხოლო ფერი მფლობელმა თავად შეარჩია. განახლდა ძრავაც – მისი სიმძლავრე 80 ცხენის ძალას მოიცავს. როგორც დიზაინერებმა ახსნეს, მათ სურთ მძღოლმა იგრძნოს რელიეფი და არა სისწრაფე. „მთავარი მართვა და გამოცდილებაა”, – დასძენენ ისინი.

ორიოდე სიტყვით სალონზეც – ავტომობილი მის ძველ დიზაინს მოგვაგონებსმაგრამ რუჯისფერი ტყავის წყალობით, ის მაინც ახალივით გამოიყურება. LED განათებაც თანამედროვეა.

მოდიფიცირებული ავტომობილის იდეა დამფუძნებელ ჩარლზ ფოსეტს მას შემდეგ გაუჩნდა, რაც თავისი დის საძინებლის კედელზე ბავშვობისდროინდელი მანქანის პოსტერები ნახა. ის იმდენად მოიხიბლა ამ მოდელით, რომ გადაწყვიტა, შეექმნა Special Project სერია, რომელიც T-Bug 001-ით დაიწყო. მისთვის ეს მოდელი არც რესტავრაციაა და არც მარტივი მოდიფიკაცია. ეს არის სრული გადაკეთება, რომლის ნახვაც Twister Automotive-ის შოურუმის სტუმრებს 2025 წლის 29 მაისს შეეძლებათ.

ვეფხისტყაოსანი ახალი ილუსტრაციებით — შოთა საგანელიძის კალიგრაფიული პროექტი

Wikipedia-მ ენციკლოპედია მაისურებზე გადაიტანა