3
Jan
2020

Beetle-ის უკანასკნელ გზაზე გაცილება – Volkswagen-ის ანიმაცია

3 Jan 2020



ეპოქა დასრულდა. Volkswagen-მა Beetle-ის გამოშვება შეწყვიტა. ლეგენდარული მოდელი, რომელიც 30-იანი წლებიდან მოყოლებული იწარმოებოდა, იცვლებოდა და იხვეწებოდა, ბაზარს დაემშვიდობა. ამ ანიმაციაშიც, რომელსაც “ბოლო მილი” ჰქვია, ხოჭოს უკანასკნელ გზაზე მიაცილებენ. მათ შორის მარტივია ამოვიცნოთ ჰიპები, ენდი უორჰოლი, ტელეწამყვანი ენდი კოენი, ასევე, კამპანიები “Think Small” და “Lemon”. ანიმაციის სიუჟეტი Beetle’s-ის “Let It Be”-ის ფონზე ვითარდება და გვიამბობს, რა როლი ჰქონდა მას არაერთი თაობის ცხოვრებაში. ნახეთ, როგორ გააცილეს Beetle უკანასკნელ გზაზე.

 

განხილვა