in

როგორი უნდა იყოს “ბეგის” ძეგლი? – ალექსი ჩიქოვანის #მოსაზრება

ბეჰემოთი ბეგი 2015 წლის 13 ივნისს მომხდარი ტრაგედიის ერთ-ერთი სიმბოლოა. თბილისში მისი ძეგლის დადგმა ზოოპარკის ტერიტორიაზე იგეგმება. თბილისის მერიამ, ძეგლის ესკიზის შესარჩევად, კონკურსი გამოაცხადა. როგორი უნდა იყოს ბეგის ძეგლი? ამის შესახებ, ბრენდინგ სააგენტო LIVE Branding-ის დამფუძნებელი ალექსი ჩიქოვანი, საკუთარ ფეისბუკ გვერდზე წერს:

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

“მივმართავ იმ ხელოვანებს ვინც აპირებს კონკურსში მონაწილეობას, მათ მეგობრებს და ნათესავებს (რომ გადასცენ):
ბეგლარის ძეგლი აუცილებლად უნდა იყოს ისეთი, როგორიც ამ ფოტოზეა, ანუ ხალხი რომ აწვება. ჩემი აზრით, ეს ფოტო სრულად ასახავს იმ ტრაგედიის სიმძაფრესაც და ამავდროულად, ადამიანების ერთიანობას, რომელიც მათ აჩვენეს იმ მძიმე წუთებში. თუ თქვენ ასეთ ესკიზს წარადგენთ და დაგიწუნებენ, ეს იქნება დიდი უსამართლობა!
გისურვებთ წარმატებას!
მიაწვააააააა!
P.S. ისე, კაცი რომ დაფიქრდეს ამხელა ტრაგედის ძეგლისთვის ბეგლარი არასერიოზულია. მგონი სხვანაირი უნდა, ბეგლარი კი იყოს სადმე, მაგრამ სიმბოლოდ არ მგონია გამოდგეს… ბოდიში.”

თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორი უნდა იყოს ბეგის ძეგლი? ისეთი, როგორიც ამ ფოტოზეა? თუკი სხვანაირი, როგორი? ან, რამდენად შეესაბამება 13 ივნისის ტრაგედიის სიმბოლოს ბეგი? დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრება კომენტარებში.

რატომ არიან ერთი ტიპის ადამიანები სხვებზე უფრო პროდუქტიულები?

Adjarasport.tennis – adjarasport-ის საჩუქარი ჩოგბურთის მოყვარულებს