თბილისში „ბეგის“ ქანდაკება დაიდგმება. 2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიის სიმბოლოს ძეგლისთვის ესკიზის შესარჩევად მერიამ კონკურსი გამოაცხადა.

„კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ, როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის ცალკეულ ავტორს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. თითოეული კონკურსანტი თავისუფალია სკულპტურული კომპოზიციის დასამზადებლად გამოსაყენებელი მასალების შერჩევაში”.

„ბეგის“ ქანდაკებას გმირთა მოედანზე, ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე დადგამენ.












