22
Dec
2017

#პირველინამუშევარი – დიზაინერი თენგიზ ბეგოიძე (ბეგო)

22 Dec 2017

პირველი მნიშვნელოვანი შეკვეთა იმ საქმეში, რომელიც გიყვარს და რა მიმართულებითაც აპირებ განვითარებას, ყველაზე ამაღელვებელია და ახალი შესაძლებლობებისთვის ბიძგის მიმცემი, იმდენად, რამდენადაც, სწორედ ეს შეიძლება გახდეს სხვა, უფრო მასშტაბური შემოთავაზებების საფუძველი. ამიტომაც, გადავწყვიტეთ, შემოგთავაზოთ რუბრიკა #პირველინამუშევარი, სადაც თავისი საქმის ოსტატები თავიანთ პირველ ნამუშევრებზე გიამბობენ.

თენგიზ ბეგოიძე (ბეგო), HOLMES&WATSON, დიზაინერი:” მეც იმ ადამიანების რიცხვს მივეკუთვნები, ვისაც ბავშვობიდან იზიდავდა ხატვა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, ამ ყველაფერმა ცოტა უფრო სერიოზული სახე მიიღო. რისი ლოგიკური გაგრძელებაც  სამხატვრო აკადემიაში ჩაბარება აღმოჩნდა. გრაფიკულ დიზაინთან პირველი სერიოზული შეხება ჩემი სადიპლომო ნამუშევარი გახდა. მგონი, იმ პერიოდში Miles Davis-ის გავლენის ქვეშ ვიყავი. ამიტომ  ჯერ რაღაც ორლეანური ბარი წარმოვიდგინე თბილისში, შემდეგ კი რეალური ბრენდინგი „შევთავაზე“.

აკადემიის დამთავრებისთანავე დავიწყე გრაფიკული დიზაინის პროფესიული კუთხით გამოყენება, ვმუშაობდი პატარა დიზაინ სტუდიოში ასევე დავიწყე ფრილანსერობა, შემდეგ კი მოვხვდი პირველ „სრულმეტრაჟიან“ საკომუნიკაციო სააგენტო WINDFORS-ში, იქიდან კი გადმოვბინავდი HOLMES&WATSON-ში. პარალელურად, არ შემიწყვიტავს ფრილანსი, სადაც ბევრ საინტერესო პროექტთან მქონდა შეხება და რომელზე მუშაობამაც დიდი გამოცდილება მომცა. ერთერთი ასეთი იყო სასტუმრო „იოტა თბილისი“.

შუალედში კი  ერთი წლით მოვწყდი საქართველოს და დიზაინერის პოზიციას და არტ-დირეტორად მოვევლინე HAVAS WARSAW-ს.”

განხილვა