in ,

Behance Portfolio Review Tbilisi-ს გამარჯვებულები და ნამუშევრები!

ბიჰანს თბილისი

კომპიუტერული პროგრამების მწარმოებლის Adobe-ს კუთვნილი ონლაინ პლატფორმა Behance მსოფლიოს დიზაინერებს, მხატვრებს და არქიტექოტრებს აერთიანებს. ყოველწლიურად,  Behance–ის  ეგიდით, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ადგილობრივი დიზაინერების პორტფოლიოების რევიუ იმართება. წელს პირველად 30 მაისს ღონისძიება თბილისში ჩატარდა. პორტფოლიო

Marketer-ი  წარმოგიდგენთ  Behance Portfolio Review  Tbilisi -ს გამარჯვებულებსა და მათ ნამუშევრებს. ბრენდინგის კეტეგორიაში სარეკლამო სააგენტო „ Saatchi & Saatchi Georgia “- ს დიზაინერმა  ია დარახველიძემ  გაიმარჯვა.

ია დარახველიძე

მის პორტფოლიოში 2012 წლის ნამუშევრები იყო  წარმოდგენილი.  Fresh Electronics,   Tbilisi Olympic 2015 ,  Air Caucasus Airlines  და სხვა ბრენდებისთვის შექმნილმა  ლოგომ, დიზაინმა, კონცეფციამ, ბრენდინგის სრულმა პაკეტმა , საბოლოოდ, ამ კატეგორიის  მთავარი პრიზი მიიღო.

http://www.behance.net/ikudarsk

„როცა ჩემი ნამუშევრების წარმოვადგინე  და ვესაუბრებოდი Behance-ს წარმომადგენელს, მინდოდა მეტი რამ გამეგო მისგან, ძალიან კმაყოფილი ვიყავი მისი შეფასებებით. ეს გამარჯვება კიდევ უფრო მეტ სტიმულს, მეტ კონტაქტებს მომცემს, რაც დიდ გავლენას იქონიებს ჩემს კარიერულ წინსვლაზე“ – ამბობს ია დარახველიძე.

 

Yana Moskalenkoრაც შეეხება ვებ დიზაინის კატეგორიას, საუკეთესო აქ ITDC -ის ვებ დიზაინერი  იანა მოსკალენკო აღმოჩნდა.

„ვებ დიზაინი ყოველთვის მაინტერესებდა. ბავშვობიდან ვხატავდი. შემდეგ ჩემი ეს ინტერესი ვებ–გვერდზე  გადავიტანე და იქ მოვახდინე რეალიზება. ვმუშაობდი ვებ–დიზაინის, პრინტის და მარკეტინგის კუთხითაც კი, საბოლოოდ  არჩევანი ვებ–დიზაინზე გავაკეთე“- ამბობს იანა მოსკალენკო.

http://www.behance.net/ianamoor

ამბობს, რომ 7 წელია ამ სფეროშია  მისთვის ეს დიდი წარმატებაა. მიღებული გამოცდილება და შეძენილი კონტაქტები სამომავლოდ მის კარიერაზე დადებითად აისახება. თვლის , რომ ადგილობრივი დიზაინერებიც მუდმივად  უნდა უზიარებდნენ  ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას. კონკურზე არა მხოლოდ ბოლო წლების, სტუდენტობისა და სკოლის პერიოდის ნამუშევრებიც ჰქონდა წარდგენილი. მისი თქმით  სურდა ეჩვენებინა, როგორ ვითარდებოდა და იცვლებოდა მისი შემოქმედება.

 

Windfor’s -ის ილუსტრატორმა რუსლან ბერიძემ ილუსტრაციის ნომინაციაში გაიმარჯვა.

ruslan beridze

„სულ თავიდან ჩემთვის ვხატავდი. შემდეგ  იყო საბავშვო ჟურნალი  „Junior Georgia” , სადაც ერთ-ერთი პროექტისგმირის აინშტაინის ილუსტრაციებს ვაკეთებდი. პარალელურად სარელკამო სააგენტოში ვმუშაობდი. ნელ-ნელა სხვადასხვა გამომცემლობებთან დავიწყე თანამშრომლობა“,- ამბობს რუსლან ბერიძე.

მისი თქმით, Behance Portfolio Review Tbilisi-ზე გამარჯვება  საერთაშორისო კლიენტების მოზიდვაში დაეხმარება, რადგან  ეს მსოფლიო მასშტაბით გავლენიანი კონკურსია.

Behance-ზე 2010 წლიდან  ჟურნალი ცხელი შოკოლადის, ლიბერალის, თი ბი სი ბანკისთვის  შესრულებული ნამუშევრები წარადგინა.

http://www.behance.net/search?field=48&search=ruslan+beridze

 

mari nakani

არტ ფოტოს კატეგორიაში საუკეთესო მარი ნაკანი მამასახლისი აღმოჩნდა. შეეცადა მრავალფეროვანი მასალა წარედგინა, მათ შორის, მოდა, დოკუმენტური ფოტოები და სხვა. მის პორტფოლიოში ამჯერად არ ყოფილა კომერციული ნამუშევრები.

მარი ნაკანი თვლის, რომ ასეთი კონკურსები ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ბაზარზე არ იცნობენ.

„გამოჩნდა, რომ დასავლეთის ტენდენციებს არაფრით ჩამოვრჩებით.  ბევრს აქვს გემოვნება, კარგი ტექნიკა, გამოცდილება. მაგრამ საჭიროა , რომ უცხოეთში გაჩნდეს რაღაც ხაზი, კონტაქტები. ძირითადად ამას დიდი ფინანსური მხარდაჭერა სჭირდება.  Behance შესაძლოა, საამისოდ  ერთ-ერთი წყარო აღმოჩნდეს“- ამბობს მარი ნაკანი.

 

nuka megrelishvili

ფერწერაში საუკეთესოდ ნუკა მეგრელიშვილის პორტფოლიო აღიარეს. თვლის,  რომ მხატვრისათვის დიდი სტიმულია ასეთი გამარჯვება.  მისი აზრით ამის შემდეგ  ზოგადად დამოკიდებულებაც იცვლება ხელოვანის მიმართ.

დამთავრებული აქვს სამხატვრო აკადემია, ფერწერის განხრით. დღეს სხვადასხვა მედიასაშუალებასთან თანამშრომლობს.

„წარდგენილი მქონდა სხვადასხვა დროის  ნამუშევრები : ტილოზე ზეთით შესრულებული ნახატები, ქუჩის მხატვრობის გრაფიკა , იყო ასეთი პროექტი სივრცედ გამოვიყენეთ მიტოვებული მიწისქვეშა გადასასვლელები და მოვხატეთ. იყო ამოძრავებული კადრისგან შექმნილი გრაფიკაც – „არალეგალური მიგრაცია“.

მისი ნამუშევრების ნაწილი იხილეთ აქ: http://on.fb.me/13AFmI9

 

 

უნიკალური პოსტერები NESCAFE® -ის 75 წლის იუბილეზე

30 ლარის ეკონომიით მიღებული Wilder-ის Fail-ი