17
May
2013

ვინ რას „მიიღებს“ Behance Portfolio Review-სგან ?!

17 May 2013

ბიჰანს თბილისიBehance Portfolio Review Tbilisi 30 მაისს, კინოთეატრ “ამირანში” გაიმართება. ღონისძიების ორგანიზატორია Marketer.ge, გენერალური სპონსორი თბილისის მერია.

„ მონაწილეებს საშუალება ექნებათ რჩევები და  ნეიტრალური შეფასება  ძალიან გამოცდილი ადამიანებისგან მიიღონ. გაიგონ, საით იმოძრაონ და  რა მიმართულებით განვითარდნენ.  გარდა ამისა,  საჭირო კონტაქტები დაამყარონ. დღევანდელ სამყაროში თითქმის აღარ არსებობს მარტო მოპოვებული წარმატება“- ამბობს  Behance Portfolio Review-ს პროექტის მენეჯერი მარიკა სლოვინსკი.

მარიკა სლოვინსკი:  „ღონისძიება 30 მაისს კინოთეატრ “ამირანში“ გაიმართება და რამდენიმე კომპონენტისგან შედგება. პირველი ინსპირაციული სამოტივაციო ნაწილია, სადაც მოხსენებით ძალიან ცნობილი სპიკერები წარსდგებიან და მონაწილეებს  თავიანთ გამოცდილებას გაუზიარებენ .

მაგალითად? 

Google-ის დიზაინერი გუსტავო სონოდა, გერმანელი ილუსტრატორი დომენიკ ჰეილიგი, რომელიც, ძალიან ცნობილი, კოლორიტული და ქარიზმატული ფიგურაა. მისი მასტერკლასები ძალიან პოპულარულია. ასევე კრეატიული სააგენტოს „საქიდეამშენის“ დამფუძნებელი გიორგი პოპიაშვილი, საკმაოდ ცნობილი   დიზაინის სფეროში. მარკ ჰეიგენი, რომლის კომპანიაც თამაშების შექმნაზე მუშაობს. ამის შემდეგ უკვე Portfolio Review დაიწყება.

რა კატეგორიებში წარადგენენ ნამუშევრებს და რა ფორმატით წარიმართება  Portfolio Review?

slowinskyმონაწილეებს საშუალება აქვთ ნამუშევრები შემდეგ კატეგორიებში წარადგინონ: ბრენდინდგი, ვებ დიზაინი, ილუსტრაცია, არტ ფოტო, ფერწერა (გრაფიკა, ვიდეო არტი). „რევიუერები“ შეაფასებენ მათ, დაუსვამენ გარკვეულ შეკითხვებს და გამოავლენენ გამარჯვებულებს. ამას მოჰყვება „ჯობ მარკეტი“- ადგილობრივი  ბიზნესმენები, მათი კომპანიების მარკეტერები მონაწილე დიზაინერებს შეხვდებიან. რეალურად, მათ საშუალება ექნებათ მნიშვნელოვანი კონტაქტები შეიძინონ. შემდეგ იქნება დაჯილდოების ცერემონიალი. საუკეთესოები  Behance-ს მედლებს მიიღებენ. ღონისძიებას  After Party დაასრულებს.

მონაწილეების გარდა, ღონისძიებაზე დასწრება თუ შეუძლიათ მსურველებს?

დასწრება ყველა მსურველს შეუძლია. მონაწილეებსაც და მათაც,  ვისაც ეს თემა აინტერესებს.  ღონისძიებაზე დასწრება უფასოა.

რეგისტრაცია უკვე დაწყებულია.  დიდია დაინტერესება? ძირითადად ვინ არიან დაინტერესებული Portfolio Review-ში მონაწილეობით?

არიან მაღალი კლასის , ძალიან გამოცდილი დიზაინერები; არიან პროფესიონალები, რომლებსაც მაღალი ტექნიკური დონე აქვთ, თუმცა, მათ შემოქმედებას გლობალური ხედვა აკლია და არიან დამწყები დიზაინერები, რომელთა შემოქმედებაშიც აშკარად დიდი პოტენციალი ჩანს. მათი უმეტესობა თვითნასწავლია. რადგან, საქართველოში ხელობის სახით დიზაინის შესწავლა არ ხდება.

რა სარგებელს მოუტანს Portfolio Review მონაწილეებს?

პირველ რიგში,  მონაწილეებს  საშუალება ექნებათ რჩევები და  ნეიტრალური შეფასება  ძალიან გამოცდილი ადამიანებისგან მიიღონ. გაიგონ, საით იმოძრაონ და  რა მიმართულებით განვითარდნენ.  გარდა ამისა, საჭირო კონტაქტები დაამყარონ. დღევანდელ სამყაროში თითქმის აღარ არსებობს მარტო მოპოვებული წარმატება. კონტაქტებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ამასთან, „რევიუზე“ წარმოდგენილი ნამუშევრების ფოტო მასალა, საანგარიშო მასალა Behance-ს „ონლაინ“ პლატფორმაზე განთავსდება. მსოფლიოს მასშტაბით საშუალება ექნებათ საქართველოს სახით დაინახონ ბაზარი, სადაც  კარგი დიზაინერები არიან.

„ჯობ მარკეტი“ ახსენეთ, ბიზნეს ურთიერთობებს, დასაქმებას თუ შეუწყობს ხელს ?

ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ბიზნესმენებმა ადგილობრივი ბაზრიდან შემსრულებლის არეალი გააფართოვონ, საკუთარი პროდუქცია ლამაზად შეფუთონ და მომხმარებელი გაზარდონ. ორი ერთი და იმავე სახის პროდუქტიდან მომხმარებელი იმას ირჩევს, რომელიც უკეთაა შეფუთული. დღევანდელ ბაზარზე ვითარება, მსუბუქად რომ ვთქვათთ,  უკეთესი იქნება უფრო წინ რომ იყოს. ამიტომ, იმის შესაძლებლობაა, რომ ბიზნესმენებმა და მარკეტერებმა ახალი შემსრულებლები აღმოაჩინონ.

 

შეგახსენებთ, რომ   Behance Portfolio Review-ზე დასწრებისა და მასში მონაწილეობის მისაღებად  სავალდებულოა რეგისტრაცია.

მოიპოვე შენი ადგილი ამ ბმულზე  რეგისტრაციით:    http://bit.ly/18DVxqZ

განხილვა